მომავალი ონლაინ ვაჭრობისაა — კიდევ 3 ქართული კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის ისტორია
ფოტო: Peter Olexa / Pexels
მთელი მსოფლიო ჯერ ისევ პანდემიას ებრძვის, თუმცა ამ ბრძოლის მეორე მთავარი ხაზი ბიზნესზე გადის. იმისთვის, რომ ქვეყნების ეკონომიკური ზარალი შემცირდეს აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ფეხზე სწრაფად დადგეს. მანამ კი, სანამ სავაჭრო ცენტრები ისევ დახურულია, ამის საუკეთესო გზა ონლაინ ვაჭრობაა.
ქართული ბიზნესისთვის ონლაინ გაყიდვების სფერო ჯერ კიდევ შედარებით ახალია. უფრო დიდი პრობლემა კი ისაა, რომ, როგორც წესი, საიტის შექმნა, გამართვა, დიზაინი არც ისე მარტივი და იაფია. ამიტომაც, ბიზნესს რომ ამაზე ცალკე რესურსები არ დაეხარჯა, თიბისიმ VISA-სთან ერთად ახალი ინიციატივა დაიწყო. B2C-ს დახმარებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, უმოკლეს დროში გამართული ონლაინ მაღაზია შექმნან და თავიანთი პროდუქცია მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდონ.
პირველმა 200-მა კომპანიამ ვებსაიტი სრულიად უსასყიდლოდ მიიღო. იმ ბიზნესის რიცხვი, რომელთაც უკვე საიტი აქვთ და გაყიდვებიც დაიწყეს, დღითიდღე იზრდება. ჩვენ უკვე მოგიყევით ატომ ქიდსზე, ზერო ეფექტსა და ფუდბოქსზე. ამ სტატიაში კი გაგაცნობთ კიდევ სამ კომპანიას, რომელთაც თიბისის ამ ინიციატივით ისარგებლეს.
როუზბადი — როცა დეტალები მნიშვნელოვანია
იყო დრო, როცა ყველას მხოლოდ ორი ფერის წინდა ეცვა — შავი და თეთრი და ალბათ, ძალიანაც კი უნდოდათ ადამიანებს, თავიანთი სოლიდური სამოსი წინდებით გამოეცოცხლებინათ, მაგრამ ოფისის მკაცრი კოდექსი არც ისე მიმტევებლურად უყურებდა ფერად წინდებს. ახლა ეს ყველაფერი ბევრად მარტივია. როუზბადი კი, რომელსაც სტატიაში გაგაცნობთ, უკვე 3 წელია ფერად, ლამაზ და ხარისხიან წინდებს ყველას სთავაზობს.
ბრენდის სახელი ორსონ უელსის კინო შედევრიდან — მოქალაქე კეინიდანაა. ფილმში ეს სახელი მთავარი გმირის ციგას ჰქვია, რომელიც თითქოს უმნიშვნელო ნივთია, მაგრამ მის ისტორიაში მთავარი დეტალია. შეიძლება წინდების მიმართ აქამდე თქვენც ეს დამოკიდებულება გქონოდათ, მაგრამ როუზბადი გვარწმუნებს, რომ პატარა დეტალებიც მნიშვნელოვანია.
კომპანიის მენეჯერი, ინგა გორგილაძე გვიყვება, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ბრენდებისაგან მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ხარისხია, რასაც მომხმარებლებიც ხშირად აღნიშნავენ. კომპანია ბამბუკისა და ბამბის წინდებს გვთავაზობს, რომლებიც უმაღლესი ხარისხისაა. ბამბუკის ხაზი მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და როგორც კომპანიაში ამბობენ, ხშირად ელოდებიან ახალ-ახალ ფერებს.
კომპანიის მთავარი გაყიდვები მოლში არსებულ სტენდზე მოდიოდა, ამიტომ პანდემიამ მათი ბიზნესი ძალიან დააზარალა. ინგა გვეუბნება, რომ თავადაც აპირებდნენ, რაც შეიძლება მალე აეთვისებინათ ონლაინ გაყიდვები. თიბისის ინიციატივამ კი ეს პროცესი უფრო მარტივი და სწრაფად ხელშესახები გახადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო იმიტომ, რომ კრიზისის პირობებში საიტის ხარჯების გაღება, თანაც ისე, რომ არ იცოდე, რამდენად წარმატებული იქნება შენი კომპანია ონლაინ გაყიდვების კუთხით, ძალიან რთულია, მით უმეტეს — სტარტაპისთვის. თიბისის ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა, მოტივაცია იყო ჩვენთვის", — ამბობს ინგა.
უკვე 3 კვირაა, რაც როუზბადს საკუთარი ონლაინ მაღაზია აქვს და მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. ინგა On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანია უკვე აღარაა მხოლოდ წინდების ბრენდი და ის ტანსაცმლის სხვადასხვა აქსესუარს ქმნის. ამ მხრივ მომხმარებლებს სიახლეებს უახლოეს მომავალში ჰპირდებიან. ასე რომ, უკვე მარტივად შეგიძლიათ საკუთარი თავი პატარ-პატარა, ფერადი დეტალებით გამოხატოთ.
ჭური ჩინებული — თუ კარგი იმერული ღვინო გინდათ
თუ აქამდე იმერული ღვინის პოტენციალს არ იცნობდით, ან ნაკლებად აფასებდით, კიდევ ერთ კომპანიას გაგაცნობთ, რომლის შექმნის მთავარი მიზანიც ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისთვის იმერული ღვინის გაცნობა იყო.
ჭური ჩინებული 2017 წელს შეიქმნა და აქტიურად ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. ისინი 5 სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებენ და მათ პროდუქტს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განასხვავებს.
პატარა საწარმო იმერეთის სოფელ მეორე სვირშია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კვირიკაძე გვიყვება, ეს ერთ-ერთი გამორჩეული მიკროზონაა, სადაც ოდითგანვე ღვინო იწარმოებოდა. კომპანია ქვევრის ღვინოსაც აწარმოებს და ქარხნულსაც, ე.წ. ევროპული წესით და მიუხედავად პატარა ისტორიისა, უკვე აქვს საერთაშორისო წარმატება. 2019 წელს კომპანიის ქვევრის ღვინომ ლონდონის პრესტიჟულ კონკურსში დეკანტერი ვერცხლის მედალი მიიღო, ევროპული ტიპის იმერულმა ღვინომ კი — ბრინჯაოსი.
არ იფიქროთ, რომ კომპანია წითელ ღვინოს არ აწარმოებს. ამ მხრივ მათ ოჯალეში და ოცხანური საფერე აქვთ. ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაშენების პირას იყო მისული და ნამდვილად გამორჩეული ჯიშია. გიორგი გვეუბნება, რომ მათთვის მთავარი, რაც სხვებისგან გამოარჩევთ, ხარისხია.
პანდემიის გამო მცირე კომპანიებს უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ, თიბისის ინიციატივა კი მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა.
"თიბისიმ მოგვცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენნაირ პატარა კომპანიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მარკეტინგის თუ IT სამსახური და არც ელექტრონულ გაყიდვებში არიან გამოცდილი, ვებსაიტი გაეკეთებინათ. ჩვენ ამას, ალბათ, ვერ შევძლებდით, ან ძალიან დიდხანს მოვუნდებოდით. ასე კი ძალიან მარტივად მოხერხდა", — გვიყვება გიორგი.
ჭური ჩინებულის საიტი სრული დატვირთვით მომავალი კვირიდან ჩაეშვება, გიორგის იმედი აქვს, რომ იმ შრომას და იმედებს გაამართლებს, რაც თიბისიმ B2C-თან ერთად მათში ჩადო. სამომავლოდ, სვირში ქარხნის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობას გეგმავენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია, წარმოების პროცესის ნახვა და იმერეთის ლამაზი ბუნების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. გიორგი იმედოვნებს, რომ მალე ჭური ჩინებული საერთაშორისო ბაზარზეც გავა.
ამბავი — საქართველოს ამბავი ნივთებით და ილუსტრაციებით
მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის აქსესუარებს შეიძენთ და ჩინებულ ღვინოს დააგემოვნებთ, თუ მოგინდებათ, რომ თქვენი ქვეყნის ისტორია ორიგინალურად მოყვეთ, კომპანია ამბავის ონლაინ მაღაზიაში უნდა შეიხედოთ. აქ ტანსაცმლით დაწყებული — პოსტერებით დამთავრებული უამრავი საინტერესო ნივთი დაგხვდებათ, რომლებიც პრინტებითა და ილუსტრაციებით ისტორიას ჰყვებიან.
კომპანია ამბავი ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი, სოფო კუპრაძე გვიყვება, რომ მათი მიზანი იმ სტერეოტიპის დანგრევა იყო, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია აუცილებლად ძვირი უნდა იყოს.
"ჩვენს ნივთებსა და აქსესუარებზე გამოვსახავთ ყველაფერს, რითიც, ვფიქრობთ, რომ საქართველო გამოირჩევა. მომხმარებელს ვუამბობთ ჩვენი მდიდარი კულტურის, მრავალფეროვანი ბუნების, ზღვის და მთის კონტრასტის, განუმეორებელი სამზარეულოს და ღვინის სამშობლოს ამბებს", — ამბობს სოფო On.ge-სთან საუბრისას.
კომპანიის პროდუქციას ისიც გამოარჩევს, რომ ნივთები შემეცნებითი შინაარსითაა დატვირთული და ეკოლოგიურად სუფთაა. პანდემიის გამო კომპანია ონლაინ გაყიდვებზე საკმაოდ სწრაფად გადაეწყო, თიბისის დახმარებით ვებგვერდიც შექმნა და მომავალშიც საკმაოდ აქტიურ მუშაობას აპირებს ამ მხრივ.
"ვენდუსთან კოლაბორაციამ და თიბისის დახმარებამ ცხოვრება გაგვიმარტივა, ციფრულ სივრცესა და ონლაინ გაყიდვებში პრაქტიკულად ფეხი აგვადგმევინა, პანდემიით გამოწვეული გამოწვევები გარკვეულწილად შეგვიმსუბუქა. თიბისის ინიციატივები ჩვენი მსგავსი სტარტაპების აუცილებლობებზეა მორგებული და ამ ჟამიანობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოდგა", — გვეუბნება სოფო კუპრაძე.
მომხმარებელს საიტზე საკმაოდ ფართო არჩევანი ხვდება: მაისურები, წინსაფრები, ჰუდები, ჩანთები (ტილოს, წელის, ზურგჩანთები), ქისები, ღვინის ჭიქის საკიდები, ჭიქის სადგამები, ხის დაფები, მაგნიტები, დეკორატიული დაფები, პოსტერები, ღია ბარათები. და ეს ყველაფერი არაა, კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, რომ ამ ზაფხულს კიდევ ახალი პროდუქციის დამატებას აპირებენ.
თიბისისა და VISA-ს ახალი ინიციატივით უკვე 60-ზე მეტ კომპანიას აქვს საკუთარი ონლაინ მაღაზია. მათთვის კი, ვისთვისაც ეს ყველაფერი აქამდე უცნობი იყო გეტყვით, რომ ინიციატივაში ჩართვა და ონლაინ სივრცეში შესვლა ნებისმიერ დროს ძალიან მარტივად შეგიძლიათ.
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა
გადახედვა
-
Ted Lasso-ს მე-4 სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა Ted Lasso-ს მე-4 სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა
გადახედვა
-
CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს
გადახედვა
-
RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა
გადახედვა
-
თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა
გადახედვა
-
ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით
გადახედვა
-
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია
გადახედვა
-
აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება
გადახედვა
-
"ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე "ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე
გადახედვა
-
ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ
გადახედვა
-
"ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე "ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს.
გადახედვა
-
"ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს" — რა მოლოდინები აქვს სექტორს? "ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს" — რა მოლოდინები აქვს სექტორს?
გადახედვა
-
KPop Demon Hunters სათამაშოების ხაზი გამოსაშვებად მზადაა KPop Demon Hunters სათამაშოების ხაზი გამოსაშვებად მზადაა
გადახედვა




კომენტარები