კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების მოთხოვნები მთავრობას — პეტიცია
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე მდგომაროების და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება პეტიციასაც აქვეყნებს და მიუთითებენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ და თანმდევმა კრიზისმა ისინი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
"საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა", — აღნიშნულია ღია წერილში.
ავტორები ამბობენ, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა. ისინი მთავრობას კრიზისის დაძლევის გეგმასა და მათ მოთხოვნებს უზიარებენ. წერილის მიხედვით, ამ მოთხოვნების შესრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის:
შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის გადასარჩენად;
- შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტი;
- კულტურის სფეროში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი იქნან უმუშევრობის და სხვა სოციალური სარგებელით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანებსა და თვითდასაქმებულებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, უმცირესობებს;
- გადაუდებელი დახმარება გაეწიოს კულტურის სფეროში დასაქმებულ, როგორც ინსტიტუციონალიზებულ, ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებს; აგრეთვე მცირე და საშუალო შემოქმედებით გაერთიანებებს საგადასახადო შეღავათების, სესხების, მიკრო-კრედიტების, ზარალის ანაზღაურების სახით;
- საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა;
- საშემოსავლო და ქონების გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
- არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
- საპენსიო გადასახადის შენატანის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
- საბანკო სესხების შეჩერების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ან სანამ ბიზნესები სრული დატვირთვის არ ამოქმედდება;
- საკრედიტო დახმარება არსებულ ბიზნეს ერთეულებს კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, როდესაც 90% სესხის გარანტიას იძლევა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფრაგლებში);
- იჯარის ⅓ სუბსიდირება და მეიჯარეებისთვის დარიცხული გადასახადების გადავადება.
"მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პასუხისმგებელ პირებს დაუყოვნებლივი ზომები მიიღონ COVID-19 გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად. გვჯერა, რომ საქართველოს საახელმწიფოს გათავისებული აქვს ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციის მშენებლობაში შემოქმედებითი ინდუსტრიის და მის სექტორებში დასაქმებული ათასობით ადამიანის როლი. გათავისებული აქვს ამ ადამიანთა მძიმე ყოფა და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, უპირობოდ იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად", — აღნიშნულია წერილში.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები