სესხის პროცენტის სუბსიდირება, გიდების გადამზადება — რას ითვალისწინებს ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საშემოსავლო გადასახადის გადავადების გახანგრძლივებას და სხვა სახის დახმარებებს ითვალისწინებს.
კერძოდ:
- 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
- საშემოსავლო გადასახადის გადავადება 2020 წლის ბოლომდე;
- საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით (IATA, GSA);
- ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
- UNWTO რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა;
- გიდების გადამზადების პროგრამა;
- გიდების მხარდაჭერა — უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ვერავის დაპირდებიან საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაბორივი გადახდის შესახებ საუბარი შესაძლებელია.
"ეს გამოუნთავისუფლებს კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
რაც შეეხება სესხის პროცენტის სუბსიდირებას, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროების, 5 მილიონის ოდენობის სესხის პროცენტის 80 პროცენტს დაუსუბსიდირებენ. პროგრამა 6 თვე გაგრძელდება.
"ეს არის უდიდესი უმრავლესობა, 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი. ჩვენ აქ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80 პროცენტის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება 6 თვე", — განმარტა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურისტული კომპანიები, ჩართული იყვნენ გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომლის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას და მისი პროცენტები ამ ეტაპზე ტვირთია. მისი თქმით, ამ კომპანიებს, იმავე პრინციპით, როგორც სასტუმროებს პროცენტს დაუსუბსიდირებენ.
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან კვების ობიექტებიც.
"რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო 30 პროცენტში თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას ჩვენს თავზე ავიღებთ", — განაცხადა თურნავამ.
მთავრობის განცხადებით, დაასუბსიდირებენ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობასაც, რადგან ეს სულ მალე გახდება აქტუალური და დაეხმარება ამ სფეროში დასაქმებულებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ისინი აპირებენ დაეხმარონ ამ სექტორშში მოქმედ კომპანიებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრხოების სტანდარტების დანერგვაში. თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, როგორ აპირებენ ამას.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაიწყება გიდების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია რის შემდეგაც, დაიწყება ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა. მისივე თქმით, დაიწყებენ დასაქმების პროგრამას, შესთავაზებენ გიდებს ალტერნატიულ სამუშაო ადგილებს, სანამ ტურისტული ინდუსტრია ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
"მათი უფრო ჩართვა ჩვენს არსებულ მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკროგრანტებში, სხვადასხსვა სპეციფიციური მიმართულებით ხელშეწყობა, სერტიფიცირება და ხარისხი, გადამზადება და ასევე, მნიშნელოვანი არის, რომ ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას იქონიონ უფასი ვიზიტები მუზეზუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებში, რომელბიც ყველაზე სწრაფად ამოქმედდება", — განაცხადა მან.
მთავრობის თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ამ ნაწილის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში 15 ივნისიდან ამოქმედდება შიდა ტურიზმი, პირველი ივლისიდან კი მზად იქნებიან უცხოელი ტურისტების მისაღებად.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები