სტეფანი მეიერმა Twilight-ის ახალი წიგნის გამოსვლის შესახებ ხმები დაადასტურა
ფოტო: Amanda Edwards / WireImage / Getty Images
ბინდის ავტორმა, სტეფანი მეიერმა, საბოლოოდ დაადასტურა ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ხმები და განაცხადა, რომ მის მიერ დაწერილ საქვეყნოდ ცნობილ რომანთა სერიის სახეცვლილ ვერსიას, სადაც პროტაგონისტად ედვარდ კალენი გვევლინება, აგვისტოს თვეში გამოსცემს. მწერალმა წიგნზე, შუაღამის მზე, მუშაობა 12 წლის წინ შეწყვიტა, როცა ტექსტის სამუშაო ვერსია ინტერნეტში არალეგალურად გავრცელდა.
მეიერი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, საგანგებო განცხადების თარიღს გასული კვირიდან მოყოლებული აანონსებდა საკუთარ საიტზე, სადაც ორშაბათს დაგეგმილ განცხადებამდე დარჩენილი დროის უკუთვლა იყო დაწყებული. მრიცხველით განსაზღვრული დროის დადგომისთანავე მწერლის ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელი გახდა, რადგან მომლოდინე გულშემატკივრების არმია ერთბაშად შეეცადა ახალი ამბის შეტყობას. ზოგიერთი მათგანი ამ ყველაფერში ბრალს ხუმრობით ვოლტურის, ბინდის საგაში ბოროტი ვამპირების კლანსაც კი სდებდა.
"ძალიან აღელვებული ვარ, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ, შუაღამის მზის გამოცემის თარიღს, 4 აგვისტოს, ვაანონსებ", — განაცხადა მეიერმა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში Good Morning America-ს ეთერში, — "ახლა ძალიან უცნაური პერიოდი გვიდგას და დარწმუნებული არ ვიყავი, იყო თუ არა ეს დრო შესაფერისი ახალი წიგნისთვის. თუმცა ბევრი თქვენგანი იმდენი ხნის განმავლობაში ელოდა მას, რომ, უბრალოდ, უსამართლობა იქნებოდა, კიდევ გამეხანგრძლივებინა ეს მოლოდინი".
სტეფანი მეიერმა ბინდის საგის ახალი წიგნის გამოცემის თარიღი გამოაქვეყნა.
ფოტო: David Levene / The Guardian
გამომცემელი კომპანია, Little, Brown, აცხადებს, რომ წიგნში მეიერმა შთაგონების წყაროდ გამოიყენა "ჰადესისა და პერსეფონეს კლასიკური მითი", რათა ვამპირი ედვარდისა და მოკვდავი სკოლის მოსწავლის, ბელას ისტორია კვლავ გაეცოცხლებინა "ეპიკურ რომანში, ღრმა გრძნობებისა და უკვდავი სიყვარულის გამანადგურებელი შედეგების შესახებ".
"ედვარდის თვალით დანახულ ამ დაუვიწყარ ისტორიას ახლებური და ნამდვილად ბნელი ელფერი დაჰკრავს. მშვენიერ და ამოუცნობ ბელასთან შეხვედრა ერთდროულად ყველაზე გამომწვევი და ყველაზე დამზაფრავი მოვლენაა, რაც კი მისი ვამპირად ყოფნის ხანგრძლივ ცხოვრებაში მომხდარა", — ამბობს გამომცემელი, — "მას შემდეგ, რაც ედვარდის წარსულისა და მისი ჩახლართული ფიქრების შესახებ მეტ გასაოცარ რამეს აღმოვაჩენთ, უკეთ ჩავწვდებით, რატომ იქცა ეს ურთიერთობა მისი ცხოვრების გადამწყვეტ გამოწვევად; როგორ მისცა საკუთარ თავს ბელას შეყვარების უფლება მაშინ, როცა იცოდა, რომ ამით გოგოს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა".
როცა 2008 წელს წიგნის დაუმთავრებელი ვერსია არალეგალურად გავრცელდა ინტერნეტში, მეიერმა განაცხადა: "ეს არის უხეში შელახვა ჩემი, როგორც ავტორის, უფლებების; რომ აღარაფერი ვთვქათ, ჩემი, როგორც ადამიანის უფლებებზე". ამ ტექსტის ნაწყვეტი ავტორმა საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, თუმცა პროექტზე მუშაობას განუსაზღვრელი დროით თავი დაანება და განაცხადა, რომ თუკი შუაღამის მზეზე მუშაობას ისეთ მდგომარეობაში განაგრძობდა, როგორშიც იმყოფებოდა, ჯეიმზი (ვამპირი, რომელიც ბელას მოსაკლავად დასდევს) ალბათ გაიმარჯვებდა და კალენების მთელ ოჯახს ამოხოცავდა, რაც თავდაპირველ ამბავთან შეუსაბამო იქნებოდა.
სტეფანი მეიერმა წიგნზე მუშაობა წერითი ექსპერიმენტის სახით დაიწყო. "რაც უფრო მეტს ვწერდი, მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ედვარდი ამ ისტორიის საკუთარ ვერსიას იმსახურებდა", — წერდა იგი საკუთარ ვებგვერდზე, — "უპირველესად, ვაპირებდი, რომ მთელი ნაწერი ჩემს გვერდზე განმეთავსებინა ინტერნეტში, თუმცა ეს ორი მიზეზის გამო გადავიფიქრე. მათგან უმთავრესი ის არის, რომ ედვარდის მოთხრობილი ვერსია ბელას ისტორიაზე ბევრად დიდია — ედვარდი ყველაფერზე ღრმად და დიდხანს ფიქრობს".
ახალ წიგნში მოვლენები ედვარდის პერსპექტივიდან განვითარდება.
ფოტო: Summit Entertainment
მოგვიანებით ავტორმა თქვა, რომ ბინდის სამყაროს აღარასდროს დაუბრუნდებოდა. Variety-სთან ინტერვიუში მეიერმა განაცხადა, რომ თუკი რამეს გააკეთებდა, ეს იქნებოდა მხოლოდ "სამი აბზაცი საკუთარ ბლოგზე იმის შესახებ, თუ რომელი პერსონაჟი დაიღუპა" და დაურთო, რომ ბინდის სამყაროს ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდებოდა: "ჩემთვის ნამდვილად არ არის ეს ბედნიერი ადგილი", — განაცხადა მან.
ოთხი წიგნისგან შემდგარი ბინდის საგა, რომელიც თინეიჯერი ბელა სუონისა და ვეგეტარიანელი, მზის შუქზე მოკაშკაშე ვამპირის, ედვარდის სიყვარულის ისტორიას ჰყვება, 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მის მიხედვით გადაიღეს ხუთი ფილმი, რომელთა შემოსავალმა ჯამში 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირველი წიგნის გამოცემიდან 10 წლის თავზე მეიერმა ახალი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით სიცოცხლე და სიკვდილი, სადაც ყველა პერსონაჟს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თავდაპირველ ისტორიასთან შედარებით გენდერი ჰქონდა შეცვლილი: ამ რომანში მკითხველი ედვარდის და ბელას ნაცვლად ედით კალენსა და ბოუ სუონს ხვდება. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორმა თქვა: "მე ვიცი, რომ იმედგაცრუების ტირილი და კბილების ღრჭიალი მოჰყვება ამ რომანს, რადგან ეს წიგნი ა) არ არის მთლიანად ახალი, თუმცა მეტწილად მაინც არის, და ბ) არ არის შუაღამის მზე".
მოგვიანებით, როცა ე.ლ. ჯეიმზმა, გრეის ორმოცდაათი ელფერის (წიგნების სერია, რომელიც თავდაპირველად ბინდის ფანფიქციას წარმოადგენდა) ავტორმა, ბესტსელერად ქცეული საკუთარი წიგნების ახალი ვერსიები შექმნა, სადაც მთხრობელად კაცი მთავარი გმირი, ქრისტიან გრეი გვევლინება, მეიერმა განაცხადა, რომ სწორედ ეს გახდა საბოლოო წვეთი, რამაც რომანის გაგრძელებაზე უარი ათქმევინა.
ეპიკური საგის ოთხი წიგნის გარდა ავტორს გამოცემული აქვს ბინდის ილუსტრირებული გზამკვლევი და სერიის თანმხლები წიგნი, ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე. ამას გარდა, სტეფანი მეიერი ავტორია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანისა — მასპინძელი და თრილერის — ქიმიკოსი.
ამავე თემაზე:
Twilight-ის ავტორი მსოფლიოს სიურპრიზს უმზადებს და ფანებს უკვე თეორიები აქვთ.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები