მელია ოცნებას: თქვენი ნება რომ ყოფილიყო, თავჯდომარის პოსტზე კობახიძეს არ წარადგენდით
ნიკა მელია მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება შეიძლება დღეს ზეიმობს გამარჯვებასა და კონსტიტუციურ უმრავლესობას, მაგრამ, მას ძალიან გაუჭირდება ქვეყნის მართვა მომავალი 4 წლის განმავლობაში.
მელიამ დასძინა, რომ არც არჩევნები და არც წინასაარჩევნო დემოკრატიული პრინციპებით არ წარმართულა. მან ასევე გააკრიტიკა პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობაზე ქართული ოცნების მიერ დასახელებული ირაკლი კობახიძე:
"როდესაც საუბარია პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატურაზე, რომელზეც თქვენ ბატონი [ირაკლი] კობახიძე დაასახელეთ, ყველაზე ნათლად წარმოაჩენს რბილად რომ ვთქვათ თქვენი გუნდის დეფექტს.
თქვენს რიგებშიც კი, ბატონი კობახიძე გამოირჩეოდა ყველაზე მეტი აგრესიულობით, ის ცდილობდა ურცხვად, ყველა ოპონენტზე მოეხდინა უზნეო და ამორალური იარლიყების მიწებება მთელი ამ უკანასკნელი დროის განმავლობაში და იყო საზოგადოების არა შემრიგებელი და გამაერთიანებელი, არამედ დაშორიშორების ხმაურიანი და აგრესიული რუპორი, და ამ ადამიანს ირჩევთ იმ ორგანოს თავჯდომარედ, სადაც საპირისპირო უნდა ხდებოდეს.
აქ უნდა ხდებოდეს აზრების და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა და ამ დროს როდესაც თქვენ კობახიძეს წარმოადგენთ, უკვე გასაგებია, რა ატმოსფეროს შექმნა გინდათ დარბაზში".
მელიამ აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები კობახიძესგან ბოდიშის მოხდას არ ელიან მათზე გავრცელებული სიცრუის გამო, თუმცა, მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ არც ქართული ოცნება ისურვებდა კობახიძის კანდიდატურას, "მათი ასარცევი რომ ყოფილიყო":
"საქმე იმაში კი არაა, რომ ბატონი კობახიძე ნულოვანი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონეა საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე, ბოდიში გულწრფელობისთვის, საქმე იმაშია, რომ მართლა თქვენი ასარჩევი რომ ყოფილიყო, მას არ წარმოადგენდით პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატურაზე".
მელიას გამოსვლის შემდეგ, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ, პირობა დადო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს დეპუტატებს შორის მაქსიმალურად კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები