პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს, უკრაინა პოლიტიკურ დისკომფორტს უნდა გრძნობდეს — კალაძე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მისივე თქმით, "პირველ რიგში, ეს უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების საფიქრალია".
კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება მოვლენებს აკვირდება, რის მიხედვითაც გადადგამს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს. მანვე აღნიშნა, რომ "პოლიტიკური დეჟა ვუ აქვს", როცა უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სთავაზობს სააკაშვილს თანამდებობას და ზელენსკის ურჩია პოროშენკოს გამოცდილება გააანალიზოს.
კალაძის თქმით, წინა ჯერზე სააკაშვილის დანიშვნაზე მძაფრი რეაქცია არ ჰქონიათ, რადგან ის ძებნილი არ იყო, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება ხალხისთვისაც შეურაცხმყოფელია.
"პოლიტიკული დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. [..]
პირველად როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა პოროშენკოს დროს, ძალიან კარგად გვახსოვს და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გაანალიზოს. [...]
ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დარწმუნებული ვარ უკრაინასაც იგივე განწყობა აქვს საქართველოს მიმართ", — განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ იმას, რომ საქართველოსა და უკრაინას უამრავი რამ აერთიანებს, მათ შორის პრობლემები და საერთო მტერი.
"ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში.
პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა", — განაცხადა მან.
სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.
- პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია — გახარია
- კობახიძე: სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში საფრთხეებს უკავშირდება, არ გვინდა, მეგობარი ქვეყანა მათ წინაშე დადგეს
- თუ დაინიშნება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად, დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას არ გამოვრიცხავ — იონათამიშვილი
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.
ამავე თემაზე:
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
კომენტარები