5 წიგნი ძლიერი ქალების შესახებ
ფოტო: Milena Trefler
მსოფლიო ლიტერატურას ყველანაირი პერსონაჟის შესახებ დაწერილი წიგნები ახსოვს, მათ შორის ძლიერ ქალებზეც, თუმცა იმის გამო, რომ ისტორიულად ქალებს განათლების მიღების უფლება წართმეული ჰქონდათ, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კაცი ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურულ სამყაროს ვეცნობოდით, სადაც ქალებს დიდი ადგილი არ ეკავათ, ან თუ ეკავათ, უმეტეს შემთხვევაში მათი როლი დედის, ცოლის ან სასიყვარულო ობიექტის ფუნქციით შემოიფარგლებოდა.
ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ლიტერატურაში აქტიურად გამოჩნდნენ მწერალი ქალებიც, შესაბამისად, მათ თავიანთი თუ სხვა ქალების იმ გამოცდილებების შესახებ მოგვითხრეს, რომლებიც მანამდე საერთო ყურადღების მიღმა რჩებოდა ან მეტიც — მათზე საუბარიც კი აკრძალული იყო.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი გამორჩეული წიგნის შესახებ გიამბობთ, სადაც ქალების თავს გადახდენილ სასტიკ ამბებთან ერთად იმ ძლიერ პერსონაჟებზეა მოთხრობილი, რომლებიც ამ სისასტიკეს სხვადასხვა გზით დაუპირისპირდნენ.
1. მხევლის წიგნი — მარგარეტ ეტვუდი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ხშირად, როცა მასშტაბური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი იწყება, ძალაუფლების მქონე ჯგუფი ან თუნდაც მთელი მმართველი სისტემა იწყებს დამნაშავის, განტევების ვაცის ძიებას. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ეთნიკური ჯგუფი, სექსუალური უმცირესობა ან მარგინალიზებული სოციალური ფენა, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთ დროს ქალთმოძულეობა იფეთქებს ხოლმე: მაშინვე იწყება ფემინურობის, როგორც სისუსტის განდევნა, უარყოფა და მასკულინური ძალადობის გაიდეალება (დიქტატურა, ჯარი, პოლიციური რეჟიმი) ან ქალების მთლიანად დაქვემდებარება.
მარგარეტ ეტვუდმა 1985 წელს გამოაქვეყნა რომანი-წინასწარმეტყველება, სადაც აღწერილია, თუ როგორ წაართმევენ პირველ რიგში სწორედ ქალებს ყველა უფლებას მათ მიერ ჩადენილი "ცოდვების" სახელით გლობალური კრიზისის დაწყებისას. ახლა კი, როცა ამბიონებიდან ხანდახან ისიც გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია გახშირებული აბორტების ბრალია, ეს წიგნი კიდევ ერთხელ აჩვენებს მკითხველს თავის უნიკალურ მნიშვნელობას გამოქვეყნებიდან ათწლეულების შემდეგაც კი და იმას, რომ ქალების თავისუფლების საკითხი ნებისმიერ წამს შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ, ამიტომ პატრიარქატის, თუნდაც სახეცვლილად ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
2. პერსეპოლისი — მარჯან სატრაპი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ირანსა და იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას მრავალფეროვან მოსაზრებებს ვისმენთ, თუმცა იშვიათად იმ ადამიანებისგან, ვისაც იქ მიმდინარე ცვლილებები თავად შეეხო. შესაბამისად, მსგავსი ამბები ხშირად პირადი ინტერპრეტაციებით სახეშეცვლილი და უცხო დამკვირვებლის თვალითაა გადმოცემული. აი მარჯან საპტრაპიმ კი სწორედ თავისი გამოცდილება გააცოცხლა და თანაც როგორ — გრაფიკული რომანის სახით.
პერსეპოლისი ირანის რევოლუციამდე არსებულ მდგომარეობას, რევოლუციის მიზეზებსა და შედეგებსაც ერთი ქალის ავტობიოგრაფიული დეტალებით მოგვითხრობს, რომელმაც ყველაფერი ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა და გადარჩენა შეძლო. თავის სამშობლოში მოულოდნელ რელიგიურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად მარჯან სატრაპი შეულამაზებლად აღწერს დასავლური კულტურის დამოკიდებულებებსაც ამ ყველაფრის მიმართ: როგორ სტერეოტიპულად აღიქვამდნენ მას, როგორც ირანელ ქალს და ა.შ. ამ საკმაოდ მძიმე, ემოციურ და ისტორიული მნიშვნელობის წიგნს კი განსაკუთრებულ ხიბლს თანდართული ილუსტრაციები მატებს, რომლებიც ასევე სატრაპის ოსტატობის დამსახურებაა.
3. იისფერი — ელის უოკერი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ერთი შეხედვით ეს წიგნი სულაც არ არის ძლიერ ქალზე, პირიქით: იისფერის მთავარი გმირი, სილი ყველანაირად განადგურებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალია. თუმცა ის მაინც ახერხებს, რომ გადარჩეს, ცხოვრება გააგრძელოს და მთელ სამყაროზე არ გაბოროტდეს. განა ეს ნაკლები გმირობაა? კაცების უმეტესობა იმ ჩაგვრის უმცირეს დოზასაც კი ვერ გაუძლებდა, რისი ატანაც სილის ყოველდღიურად უწევდა.
თუმცა ამ ყველაფერს სილი ასე მარტივადაც ვერ გაუმკლავდებოდა, მის გვერდით სხვა ქალები რომ არ ყოფილიყვნენ და ეს წიგნიც სწორედ იმ საოცარი სოლიდარობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაზე დამცირებულებს, უსამართლოდ და დაუნდობლად გათელილებს ერთმანეთის გაძლიერებასა და შეყვარებაში ეხმარება. ამ წიგნის პერსონაჟებთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერი ქალია თავად ავტორიც, ელის უოკერი, რომელმაც მრავალი შეზღუდვისა და ცენზურის მიუხედავად მაინც შეძლო, რომ ეს ისტორია ყველასთვის მოეყოლა.
4. დედის რძე — ნორა იკსტენა
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
საბჭოთა კავშირში ადამიანების სასტიკ ბედზე საუბრისას, როგორც წესი, ძირითადად ცნობილი პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ ჯარისკაცების (რომლებიც, რა თქმა უნდა, სრული უმრავლესობით კაცები იყვნენ) ცხოვრებას ვიხსენებთ, არადა ისიც კარგად ვიცით, რომ ამ პერიოდში ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სამუშაო სექტორში და მათი ყოველდღიური ყოფაც არანაკლებ დაინტერესებას უნდა იწვევდეს თანამედროვე პერსპექტივიდან.
ნორა იკსტენამ თავის სულის შემძვრელ რომანში სწორედ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები ქალების ბედზე მოგვითხრო: ორი ქალის, ორი თაობის, დედისა და შვილის ცხოვრებაზე, რომელთა ურთიერთდაპირისპირებული გრძნობები მაინც საერთო რკინის ფარდით იყო დახშული.
მართალია, ეს წიგნი ძირითადად პესიმიზმითაა გაჟღენთილი, თუმცა ამ რომანში სწორედ ყველაფრის უარყოფა, თუნდაც საკუთარი შვილის ძუძუთი გამოკვებაზე უარის თქმაც კი, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთ ალტერნატიულ სახედ გვევლინება. თუ როგორ, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როცა პერსონაჟებთან ერთად ლატვიის მდინარეებში იბანავებთ და შემდეგ პირში დაგუბებული უიმედობის მიუხედავად ახალგამომცხვარ ღვეზელს დააგემოვნებთ.
5. კასანდრა — კრისტა ვოლფი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კრისტა ვოლფი გამოჩენილი გერმანელი მწერალია, რომელსაც, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ. თუმცა 2018 წელს ქართულად ნათარგმნი კასანდრა ნამდვილად კარგი დასაწყისია, რომ ამ მწერლის საოცარი ოსტატობა ამჯერად მაინც აღმოვაჩინოთ.
კრისტა ვოლფს უყვარს წარსულის ლაბირინთებში ჭეშმარიტების ძიება და ამ რომანშიც ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ქალის, კასანდრას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის წყურვილით დაბრმავებულ კაცებს მოახლოებული საშინელების შესახებ აფრთხილებს და ცდილობს, ხოცვა-ჟლეტა ყველას თავიდან აარიდოს.
კასანდრა განსაკუთრებული უნარით — მომავლის წინასწარი განჭვრეტითაა დაჯილდოებული, თუმცა ეს ჯილდოზე მეტად უფრო მის სასჯელად იქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ის სიმართლეს ყველას წინასწარ უმხელს, მას არ უსმენენ. აღსანიშნავია, რომ, როცა კრისტა ვოლფმა ეს რომანი გამოაქვეყნა, ის ცენზურის მსხვერპლი გახდა. კასანდრას მსგავსად მისი დადუმებაც სცადეს.
კრისტა ვოლფის ამ გახმაურებული რომანის შესახებ ლაშა ბუღაძემ მთავარი არხის შუადღეში ვრცლად ისაუბრა.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით

კომენტარები