10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
ფოტო: Reauters / Andrew Kelly
6 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 341 907;
- გარდაცვლილი — 74 476;
- გამოჯანმრთელებული — 276 259.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 188;
- გამოჯანმრთელებული — 39;
- გარდაცვლილი — 2;
- კარანტინის რეჟიმში — 4 735;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 383.
დღის ფაქტი
ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
6 აპრილს ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 10 335-ს შეადგენს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 356 942-ია. ამერიკაში კორონავირუსისგან 18 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამერიკა ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
დღის ფოტო
ცეკვის ინსტრუქტორი მორგან ჯენკინსი ვიდეოს წერს ლოს-ანჯელესში, წარწერის წინ — დარჩით სახლში, ცხოვრება მშვენიერია.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ბორის ჯონსონის მდგომარეობა გაუარესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის მდგომარეობა დღის მეორე ნახევარში გაუარესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. პრემიერი საავადმყოფოში 5 აპრილს, მას შემდეგ მოათავსეს, რაც კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ სიმპტომების ისევ ჰქონდა.
სანამ ბორის ჯონსონი საავადმყოფოში რჩება, კორონავირუსზე ყოველდღიურ შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი უხელმძღვანელებს.
რა ხდება მსოფლიოში:
- 17 მარტის შემდეგ იტალიაში კორონავირუსის ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 636-ით გაიზარდა, რაც კვირასთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ინფექცია ნელდება;
- საფრანგეთში 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა;
- გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება ფიქსირდება ესპანეთშიც, რომელსაც ევროპაში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ორშაბათს აქ ვირუსით 637 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 24 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
- ირლანდიის პრემიერი კორონავირუსთან საბრძოლველად კვირაში 1 დღეს ექიმად იმუშავებს;
- ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 954 შემთხვევა დაფიქსირდა;
- ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როცა ცხოველს კორონავირუსი ადამიანისგან გადაედო. ზოოპარკში ჯამში 6 ცხოველია ინფიცირებული.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 188-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების 39-მდე
6 აპრილს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 14 პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ასევე, გაიზარა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ის 39 გახდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გარდაცვლილია 2 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 4 735 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 383.
რა ხდება საქართველოში
დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გეგმავს. ამ თემაზე მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ დამატებით გართულებებს რისკჯგუფებში ძირითადად პნევმონია იწვევს და მათ ეს გადაწყვეტილება ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრი მმართველი გუნდიდან კიდევ ერთი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ მორწმუნეებმა შესაძლოა სახლში ილოცონ, სასულიერო პირებმა კი ეკლესიაში. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ღმერთი ყველგანაა და ამას სასულიერო პირებიც ხშირად ამბობენ.
პანდემიისა და ეკლესიის დამოკიდებულებაზე ვიდე მიმართვა გაავრცელა თეოლოგმა, ყოფილმა მღვდელმა ბასილ კობახიძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთშია. კობახიძემ თქვა, რომ საპატრიარქოსთვის ღმერთი ისეო ქრისტე და წმინდა სამება არაა, ისინი ბოროტ ღმერთს ემსახურებიან, რომელსაც უკვე ადამინების სიცოცხლეს სწირავენ. მისი თქმით, სახელმწიფომ ეკლესიას უნდა შესთავაზოს ის, რასაც არჩვენების დროს სთავაზობს და ეკლესიები ერთი თვით დააკეტინოს.
გაიგეთ მეტი:
- დაჰპირდნენ საპატრიარქოს, რასაც არჩევნებზე ჰპირდებიან და ეკლესიები დაკეტონ — ბასილ კობახიძე;
- მინისტრებმა ქადაგება დაიწყეს სახლში ლოცვაზე, ჰგონიათ, რომ მრევლი მათ დაუჯერებს — კობახიძე;
- მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე, არც წმინდა სამება — ბასილ კობახიძე საპატრიარქოზე.
სხვა მნიშვნელოვანი სახლეები:
- Georgian Airways: წმინდა ცეცხლს ჩვენ ჩამოვიტანთ, მადლობა პატრიარქს ხატის ჩუქებისთვის;
- საქართველომ ნატოს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობა სთხოვა;
- ქვეყანაში 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატია და ეს მარაგი სრულიად საკმარისია — ტიკარაძე;
- იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილი დისტანციურად კვლავ ხელმისაწვდომი გახდა;
- ნათია თურნავა: დღეიდან ბიზნესისა და კომპანიების შემოწმებას ვიწყებთ;
- იმნაძე მორწმუნეებს: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია და მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით
- ე.წ. მატროსოვიდან ოქრუაშვილი-უგულავაც გადაიყვანეს, ყოფილი მაღალჩინოსნების ციხე აღარ იარსებებს — წულუკიანი.
დღის ფრაზა: "ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი"
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დამცავი ფარები მოქალაქეებმა ნიღაბთან ერთად უნდა იხმარონ და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდეთ.
მისი თქმით, ნიღბის გარეშე ფარს ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. პაატა იმნაძემ ყველას სთხოვა, რომ ფარები სწორად გამოიყენონ.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
აუცილებელი არაა თვითიზოლაციის დროს თავს ზედმეტი პროდუქტიულობა მოვთხოვოთ. პანდემიის დროს, შესაძლოა, ისეთი შრომისუნარიანი ვერ ვიყოთ, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ ნორმალურია, რომ ჩვენი ყურადღება კორონავირუსისკენაა მიმართული.
ალბათ გაინტერესებთ როგორ ატარებდნენ პანდემიის დროს ცნობილი ადამიანები და რას გვირჩევენ ექსპერტები. მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყოთ შრომისუნარიანები და არ მოვახდინოთ ჩვენ თავზე ზეწოლა, შეგიძლიათ სტატიაში გაეცნოთ:
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- 900 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2-მილიარდიანი დახმარება ეკონომიკას — 1-ლი აპრილის შეჯამება;
- მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება;
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა





კომენტარები