ექვსი ქალი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ამერიკის ისტორია შეცვალა
ფოტო: Getty Images
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამერიკის არჩევნები მრავალფეროვანი, დაძაბული და ბევრისთვის არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. 9 ნოემბერს ამერიკამ ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აირჩია და ამიერიდან 4 წლის განმავლობაში ის უხელმძღვანელებს ქვეყანას.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ტრამპის გამარჯვებით არ ყოფილა საინტერესო. 2016 წლის არჩევნების დროს ექვსმა ქალმა აშშ-ს ისტორიაში ახალი ჩანაწერი შექმნა.
1. ნევადამ ამერიკის სენატში პირველად აირჩია ლათინური წარმოშობის ადამიანი
კატერინა კორტეზი მექსიკური წარმოშობის ამერიკელია, რომლის ბაბუაც თავის დროზე მექსიკიდან გადავიდა ამერიკაში საცხოვრებლად. კატერინა ნევადაში მოპოვებული გამარჯვებით ამერიკის სენატის პირველი ლათინური წარმოშობის წევრი გახდა. კატერინა კორტეზმა სენატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯო ჰეკი დაამარცხა.
2. კალიფორნიამ ამერიკის სენატში პირველი ინდოელი-ამერიკელი აირჩია
კამალა ჰარისი ინდოელი დედისა და იამაიკელი მამის შვილია. მან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა კალიფორნიაში, როგორც პრეზიდენტი ობამას, ისე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენის მხრიდან. არჩევნების შედეგების მიხედვით, კამალა ჰარისი პირველი ინდოელი ამერიკელია, რომელიც ამერიკის სენატში დაიკავებს ადგილს.
3. ფლორიდამ ამერიკის კონგრესში ვიეტნამელი ქალი კანდიდატი აირჩია
სტეფანი მერფი ვიეტნამელი ლტოლვილების შვილია, რომელიც ერთი წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. მის მშობლებს ომის გამო სამშობლოს დატოვება მოუხდათ, ახლა კი მათი შვილი ამერიკის კონგრესის პირველი ვიეტნამელი წევრი გახდა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ ობამა და ბაიდენი.
4. ორეგონის შტატმა ლგბტ გუბერნატორი აირჩია
ორეგონის შტატი პირველია, რომელმაც გუბერნატორად ლგბტ თემის წარმომადგენელი აირჩია. ქეით ბრაუნი ღიად ბისექსუალია. მან საჯაროდ თავისი ორიენტაცია ჯერ კიდევ 90-იან წლებში განაცხადა.
5. ყოფილი ლტოლვილი სომალელი მუსლიმი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს
ილჰან ომარი მშობლებთან ერთად თორმეტი წლის ასაკში ჩავიდა ამერიკაში, როგორც ლტოლვილი, რომელიც სომალის სამოქალაქო ომს გამოექცა. ამის შემდეგ მან და მისმა ოჯახმა ოთხი წელი ლტოლვილთა თავშესაფარში გაატარეს. ილჰან ომარი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა და ის პირველი სომალელი-ამერიკელია, ვინც ამ პოზიციას იკავებს.
6. ვაშინგტონმა პირველი ინდოელი-ამერიკელი აირჩია ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში
პრამილა ჯეიფალი პირველი ინდოელი ამერიკელია, რომელიც ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში იმუშავებს. ის ინდოეთში დაიბადა და თინეიჯერობის ასაკში ამერიკაში ემიგრანტად წავიდა. 9/11-ის შემდეგ, მან გახსნა საადვოკატო კომპანია, რომელიც იურიდიულ საკითხებში დახმარებას უწევდა ემიგრანტებსა და ლტოლვილებს.
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა







კომენტარები