10 უცნობი ფაქტი დონალდ ტრამპის შესახებ
ყველაზე დიპლომატიური სიტყვა, რომლითაც დონალდ ტრამპის აღწერა შეიძლება, "ექსცენტრიკულია". მისი გამოსვლებიდან ერთი აზრის გამოტანა შეიძლება - ის სწორედ ისეთი ადამიანია, რომელიც ზოგს უყვარს, ზოგს სძულს, თუმცა არავის შეუძლია მისი იგნორირება. პრეზიდენტის ტიტული კი მის არსებობაზე თვალის დახუჭვას კიდევ უფრო რთულს გახდის.
მაშ ასე, იმისთვის, რომ უკეთესად გავიცნოთ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გთავაზობთ 10 ფაქტს მისი ცხოვრების შესახებ, რომელიც არ იცოდით.
1. სამხედრო განათლება
13 წლის ასაკში დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში გააგზავნეს წინა სკოლაში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. აკადემიაში მან "ხმამაღალი მჩაგვრელის" წოდება დაიმსახურა. სწორედ ასე ახასიათებენ მას თანაკურსელები.
2. მას საკუთარი მაგიდის თამაში აქვს
1989 წელს ტრამპმა გამოუშვა მაგიდის თამაში, სახელად "ტრამპი". თამაშის მიზანი უძრავი ქონებით ფულის შოვნა იყო. მოთამაშეებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის ტრამპის ბარათი ეჩვენებინათ, რომელსაც ეწერა "გათავისუფლებული ხარ". თამაშის აღწერაში ვკითხულობთ: "Parker Brothers და დონალდ ტრამპი გიწვევთ, შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ტვინი და შეგიძლიათ თუ არა გახდეთ მომავალი დონალდ ტრამპი".
3. აღადგინა სასრიალო მოედანი ცენტრალურ პარკში
1986 წელს სასრიალო მოედნის სარემონტო სამუშაოები ფინანსური უსახსრობის გამო შეჩერდა. ტრამპმა, რომელიც დაუმთავრებელ პროექტს ოფისის ფანჯრიდან უყურებდა, პროექტი საკუთარ თავზე აიღო და ვადაზე 2 თვით ადრე დაასრულა.
4. მისი ხილვა ფილმში მარტო სახლში 2 შეგიძლიათ
გახსოვთ სცენა, რომელშიც დაბნეული კევინი სასტუმროში პირველად ხვდება და ეძებს, საით წავიდეს? დონალდ ტრამპს ამ ეპიზოდში 2-წამიანი როლი აქვს, ის კევინს მისაღებისკენ მიუთითებს.
5. არსებობს დონალდ ტრამპის სათამაშო ფიგურები
შეგიძლიათ ამაზონზე შეიძინოთ ტრამპის ფიგურა, რომელიც ყვირის: გათავისუფლებული ხარ! Hero Builders კი არჩევანს გთავაზობთ: თავად გადაწყვიტეთ, პრეზიდენტის რომელი ვერსია სჯობს: თმით თუ უთმოდ.
6. მან შექმნა ტურ-დე-ტრამპი
1989 წელს ტრამპმა საკუთარი სახელის გამოყენება შესთავაზა ტურ-დე-ფრანსის ამერიკულ ეკვივალენტს. შედეგად დიდი ხმაური ატყდა. ღონისძიებაზე ბევრი მონაწილე გამოცხადდა ტრამპის საწინააღმდეგო მაისურებითა და სლოგანებით. არადა, არსებობდა სხვა, შედარებით უწყინარი სამუშაო ვერსიაც - ტურ-დე-ჯერსი.
7. მას ფსევდონიმების გამოყენება უყვარს
ჯონ მილერი და ჯონ ბარონი დონალდ ტრამპის ფავორიტი ფსევდონიმებია. ყოფილა შემთხვევები, როცა მედიას ტრამპი სწორედ ამ სახელებით ეკონტაქტებოდა. ბარონი ხანდახან "ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად" მოიხსენიებოდა, ხანდახან კი კომპანიის სახელით ჩიოდა სასამართლოებში.
8. მეგობრობს მაიკ ტაისონთან
ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა 1988 წლის ტაისონ-სფინქსის თამაშის დროს სანაძლეო მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტაისონის კრიმინალური სკანდალის დროს ბიზნესმენმა მისი საჯაროდ მხარდაჭერა შეწყვიტა, მათი მეგობრობა არ დაზარალებულა. რკინის მაიკმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს რამდენიმე ტვიტიც "შეაწია" საპრეზიდენტო კანდიდატს.
9. სანაძლეო თმის გადაპარსვაზე
რთულია, დონალდ ტრამპზე ისაუბრო და მისი თმა არ ახსენო. იყო შემთხვევა, როცა ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ მისი ფავორიტი რესლერი (მოჭიდავე) წარუმატებლად იასპარეზებდა, თმას გადაიპარსავდა. თუმცა, მან სანაძლეო მოიგო და მსოფლიომაც ვერ იხილა, როგორი იქნებოდა დონალდი გადაპარსული თავით.
10. მას სურათი აქვს ნინი ბადურაშვილთან
დონალდ ტრამპი ხშირად იკვეთება ქართველებთან. მიხეილ სააკაშვილთან მას მოლაპარაკებები აკავშირებდა, დღეს კი ფოტო გავრცელდა, სადაც ის ნინი ბადურაშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა
გადახედვა
-
"მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს "მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე
გადახედვა
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
გადახედვა
-
პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
"იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა









კომენტარები