დიაკონი: მაინცდამაინც ჩვენი ახლობლები უნდა გარდაიცვალონ, რომ ადეკვატური ზომები იქნეს მიღებული?
ფოტო: ირაკლი ჯინჯოლავა / Facebook
მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი, ირაკლი ჯინჯოლავა ზიარების წესთან დაკავშირებით სინოდის განჩინებას ეხმაურება. მან წერილი საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
"ჩვენი გაუთრთხილებლობა, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა, სიფრთხილის არქონა და ვითომ რწმენით "თამაში" და "ბრძოლა" შესაძლოა (გარდაუვალიც კი) ადამიანების სიცოცხლის დასრულებით დამთავრდეს. მაინცდამაინც ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები უნდა გარდაიცვალონ, რომ შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნეს მიღებული?! თან რა, გეგონება ვინმე რწმენას ებრძოდეს, ან ქრისტეს და ქრისტიანობას, ან ვინმე ბღალავდეს მის სახელს... არა, ეს გამოწვევა, ქრისტიანებისთვის განსაცდელი, შესაძლოა, სამაგალითოც იყოს, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ ლოცვით... და რომელ ტაძრებში, იმ ქვისა და ბეტონისაში? სადაა ჩვენი სულიერი ტაძარი? ნუთუ არ შეიძლება სახლიდან, უდაბნოდან, მარტოობაში, სიცარიელეში განვადიდოთ უფალი და შევავედროთ მას ჩვენი კაცობრიობის ხსნა?! ნუთუ ქრისტე მოგვთხოვს იმას, რომ ამით ჩვენი თანამოქალაქენი, თვით მისი მსგავსნი ადამიანნი დავიცავით საშინელი სენისგან (ვირუსისგან) და მისი მომაკვდინებელი თვისებისგან?[...]
დარჩით სახლში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დარჩით სახლში საკუთარ თავთან მარტო, ამ წმინდა დიდ მარხვაში, ესაა უდაბნო — მარტოობაში სულის ზრდა — და ამით გაუკეთეთ სიკეთე საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დარჩით სახლში, არა შიშის გამო, არამეს სიყვარულისთვის, მოყვასის სიყვარულისთვის. დარჩით სახლში, არა სიზარმაცისა და უსაქმურობისთვის, არამედ სიფრთხილით სამყაროზე ზრუნვისათვის", — წერს ირაკლი ჯინჯოლავა.
სინოდის სხდომის 20 მარტის განჩინებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, მიუღებელია.
რაც შეეხება ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლისა და საეკლესიო რიტუალების უსაფრთხოებას კორონავირუსის პანდემიის დროს, სინოდი აცხადებს, რომ "ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოწმედების სფეროა", სადაც აღესრულება "ღვთაებრივი სასწაულები".
პანდემია და საქართველოს საპატრიარქო
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ საპატრიარქოს შესთავაზა, რომ პრევენციისთვის, ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით ესარგებლათ. მსგავსი რჩევა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორებსაც, თუმცა რელიგიურ რიტუალზე რეკომენდაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საპატრიარქომ განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არაერთხელ გავრცელებულა და ეს რჩევა არ გაითვალისწინა. მათ მხოლოდ ის ცვლილება შეიტანეს, რომ მრევლს უფლება მისცეს ზიარების შემდგომ სასმელი (სიტკბოების) ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით მიიღონ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, საპატრიარქომ მრევლს მისცა რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლსა და სამსახურში აპკურონ და ასე ებრძოლონ ვირუსს. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად უნდა ილოცოს. გარდა ამისა, თბილისისა და სხვა ქალაქებში "ვირუსისგან დასაცავად" ქუჩები აკურთხეს.
სინოდის სხდომის შეკრების აუცილებლობაზე პირველად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა შეხვედრა იმისთვის იყო საჭირო, რომ გაირკვეულიყო რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ საუბრობდა ეკლესიის სახელით. მოგვიანებით, სინოდის სხდომა ჩაინიშნა და საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, რომ სინოდის სხდომამდე პირადი აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინათ.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259.
19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.
კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:
- დროებით მუშაობას წყვეტს ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, საფოსტო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები;
- 20 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა, რომელსაც მთავრობა კურირებს;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- გაიცა რეკომენდაცია, რომ სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო;
- ამოქმედდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები