დაჯარიმებული ნატა ფერაძე და პოლიციელთა ჩვენებები - რეპორტაჟი სასამართლოდან
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
დღეს, 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატა ფერაძე 250 ლარით დააჯარიმა. პოლიცია ფერაძეს თანაინვესტირების ფონდის პროექტების საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარი იყიდა, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა.
პროცესზე ბრალდების მხარემ, პოლიციელებმა, კახა გოგალაძემ და გელა მასტურაშვილმა, მტკიცებულებად წარმოადგინეს პოლიციის ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც მათ ნატა ფერაძის დაკავების დროს ჩაიწერეს.
ნატა ფერაძის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ მოსამართლეს საქმის წარმოების შეწყვეტა სთხოვა, რადგან პოლიციის წარმოდგენილ ვიდეოში არ ისმოდა მათი მოწოდება ფერაძისადმი მანქანის დატოვების შესახებ:
„პოლიცია ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, მას იმისთვის აქვს კამერა დამაგრებული, რომ დააფიქსიროს სამართალდარღვევის ფაქტები და შემდეგ მტკიცებულება წარმოადგინოს“.
ქურდოვანიძის თქმით, პოლიციის წარმოდგენილი მტკიცებულება საკმარისი არ იყო, რადგან მასში კანონიერი მოთხოვნა არ ისმოდა და პოლიციას ნატა ფერაძისთვის მანქანის დასატოვებლად გონივრული ვადა არ მიუცია.
ბრალდების მხარის თქმით, მათ ნატა ფერაძეს პოლიციის კორდონთან მოსთხოვეს გარკვეული მანძილით დისტანციის დაკავება. გელა მასტურაშვილმა აღნიშნა, რომ ის ფერაძის დაკავებას მანამდე ცდილობდა, სანამ იგი მანქანაზე ავიდოდა:
„მე მას [ნატა ფერაძეს] პოლიციის კორდონთან ვაკავებდი, მაგრამ ის ხელიდან დამისხლტა“.
პაექრობის ეტაპზე, ფერაძის ადვოკატმა ნატა ქურდოვანიძემ ამის პასუხად აღნიშნა, რომ პოლიციის კონკრეტული კანონიერი მოთხოვნა კონკრეტულ მოქმედებაზე ვრცელდება:
„მოწოდება, რომელიც გქონდათ კორდონთან, ის არ მოქმედებდა მანქანაზე. ყველა ქმედება განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა ქმედებას აქვს შეფასება - არის თუ არა ის კანონსაწინააღმდეგო. შესაბამისად, თუ კანონსაწინააღმდეგოა რამე, თქვენ მას თავიდან წინასწარი მოთხოვნით უნდა დაუპირისპირდეთ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იმოქმედოთ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და არა ისე, როგორც მოცემულ შემთხვევაში იმოქმედეთ“.
პროცესის განმავლობაში განმარტების მიცემისას, ნატა ფერაძემ აღნიშნა, რომ მას არ გაუგია მოთხოვნა მანქანის დატოვების შესახებ და მისი დაკავების პროცესი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი იყო:
„მე ვფიქრობ, რომ პატრულმა პირიქით, აქეთ უნდა მოიხადოს ბოდიში დაკავების იმ მეთოდის გამოყენების გამო, რაც ჩემს მიმართ განახორციელეს. იმის გამო, რომ წამოვიდა ბრალდება, აგორდა შავი პიარი და მთელი პრესა ლაპარაკობს იმაზე, რომ პარტიზანული მებაღეები ნარკომანები არიან. იმის გამო, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი ფოტომასალა გავრცელდა ჩემს დაკავებაზე. რატომ აქვთ იმის საშუალება ვიდეოკამერების თვალწინ, რომ ასეთი ხერხით ხდებოდეს დაკავება, სულერთია ქალია თუ კაცი. ვგულისხმობ შარვლის ჩამოწევას, ამის ვიდეომასალაც გვაქვს, ჩემი მეგობარი რომ არა, სიფრიფანა და სუსტი გოგო, მე იმ შარვალს ბოლომდე ჩამხდიდნენ. ნამდვილად არ ჰქონდათ ამის უფლება, სულ რომ კანონდამრღვევი ვიყო, მითუმეტეს მე მართლა არ გამიგია მათგან მოწოდება მანქანის დატოვების შესახებ, ისე დამახეთქეს მანქანაზე“.
სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისა და ახსნა განმარტებების მოსმენის შემდეგ, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის კანონდამრღვევად ცნო და 250 ლარით დააჯარიმა.
პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ნატა ფერაძის თქმით, პოლიციის მიერ წარმოდგენილმა ვიდეოჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაკავება უკანონო იყო. ფერაძის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებების ფონზე მიიღო, რომლებიც არ იყო საკმარისი და ის უკანონო იყო:
„კანონიერი მოთხოვნა კონკრეტული ქმედების შესაწყვეტად პოლიციის მხრიდან არ იყო გაჟღერებული, შესაბამისად, 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, არ მომხდარა და პოლიციის მხრიდან ოქმის ამ მუხლით შედგენა იყო უკანონო“.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ საია ყველა დაკავებულის საკითხის გასაჩივრებას განიხილავს, ნატა ფერაძის დაკავების მეთოდებზე კი შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, საია ასევე იმსჯელებს, თუ როგორ უპასუხებენ შს სამინისტროსა და მისი პრესსამსახურის მიერ ნატა ფერაძის დაკავებაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერაძის დაკავებისას განაცხადა, რომ ფერაძეს რამდენიმე მუხლით ედავებოდნენ, რაც ეხებოდა ნარკოტიკების მოხმარებასა და სხვისი ქონების დაზიანებას, ასევე, პატრულის თანამშრომლის ცემას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად, აღნიშნული ბრალი ნატა ფერაძის მიმართ არც კი ყოფილა წარდგენილი და შსს-ს მას მხოლოდ დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
რაც შეეხება ნატა ფერაძესთან ერთად დაკავებულ სხვა აქტივისტებსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, ისინიც 250 ლარით დააჯარიმეს.
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა

კომენტარები