წაიკითხეთ დონალდ ტრამპის სიტყვა სრულად
ფოტო: Win McNamee / Getty Images
მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე მიტანილი სარაკეტო შეტევის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა.
გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:
"სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. სიამოვნებით გატყობინებთ, რომ თქვენ, ამერიკელი ხალხი, უზომოდ მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოთ. ირანული რეჟიმის მიერ წუხელ მიტანილი შეტევის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. არავინ დაღუპულა. ყველა ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და სამხედრო ბაზას მინიმალური ზიანი მიადგა.
ჩვენი დიდებული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან. ირანი უკან იხევს, რაც კარგი ამბავია ყველა ჩართული მხარისათვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის. არც ერთი ამერიკელი ან ერაყელი არ დაღუპულა, რადგან წინასწარი ზომები მივიღეთ. ადრეული განგაშის სისტემამ არაჩვეულებრივად იმუშავა. ქედს ვიხრი უნიფორმაში გამოწყობილი ნებისმიერი ამერიკელი კაცისა თუ ქალის უნარებისა და სიმამაცის წინაშე.
უკვე მრავალი წელია, კონკრეტულად კი 1979 წლის შემდეგ, რაც ქვეყნები ირანის დესტრუქციულ საქციელს ითმენენ ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ. ეს დღეები წარსულს ჩაბარდა. ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია და ბირთვული იარაღის მიმართ მისი ლტოლვა მთელ ცივილიზებულ სამყაროს უქმნის საფრთხეს. ამას არასდროს დავუშვებთ.
წინა კვირას გადამწყვეტი ზომები მივიღეთ, რათა შეგვეჩერებინა ტერორისტი, რომელიც ამერიკელთა სიცოცხლეს ემუქრებოდა. ჩემი მითითების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მსოფლიოს მთავარი ტერორისტის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა. როგორც ყუდსების ძალის მეთაური, სოლეიმანი პირადად იყო პასუხისმგებელი წარმოუდგენელ სისასტიკეზე. ის წვრთნიდა ტერორისტთა არმიებს, მათ შორის - ჰეზბოლას, ტერორისტულ შეტევებს აწყობდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასაზრდოებდა რეგიონში მიმდინარე სისხლიან სამოქალაქო ომებს. ის ჭრიდა და კლავდა ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს, მათ შორის, გზისპირა ბომბების განლაგებით, რომლებიც მსხვერპლებს ანადგურებენ და ნაწილებად შლიან. სოლეიმანი პირადად ხელმძღვანელობდა ერაყში აშშ-ის პერსონალზე შეტევას, რომლის დროსაც ოთხი ამერიკელი დაიჭრა, ერთი კი - მოკვდა. ის იდგა ასევე ბაღდადში საელჩოზე მიტანილი თავდასხმის უკან. ბოლო დროს კი ახალ ამერიკულ სამიზნეებზე მუშაობდა, თუმცა ჩვენ ის დროულად შევაჩერეთ. სოლეიმანს ხელები გასვრილი ჰქონდა როგორც ამერიკელების, ისე ირანელების სისხლში. ის აქამდეც უნდა გაგვენადგურებინა. სოლეიმანის მოშორებით ჩვენ არაჩვეულებრივი გზავნილი გავუგზავნეთ ტერორისტებს: თუ საკუთარ სიცოცხლეს აფასებ, სჯობს, რომ ჩვენს ხალხს არასდროს მიუახლოვდე.
სანამ აგრესიაზე ყველა სავარაუდო პასუხს განვიხილავდეთ, აშშ-მ სასწრაფოდ უნდა დაუწესოს ახალი ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმს. ეს ძლევამოსილი სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ ირანი სხვაგვარად არ დაიწყებს მოქცევას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ირანმა საერთაშორისო წყლებში გემები ჩაძირა, სრულიად უმიზეზოდ დაესხა თავს საუდის არაბეთს და ჩამოაგდო ამერიკული დრონები. ირანის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მხოლოდ გაიზარდა იმის შემდეგ, რაც 2013 წელს ირანის ბირთვული შეთანხმება დაიდო და ჩვენ მათ 150 მილიარდი დოლარი მივეცით. ირანელები იმ დღეს, როცა შეთანხმება გაფორმდა, ხმამაღლა ყვიროდნენ "სიკვდილი ამერიკას", შემდეგ შეთანხმებიდან აღებული ფულით ტერორისტული შეტევების ჯაჭვი წამოიწყეს და იემენში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთსა და ერაყში ჯოჯოხეთური მდგომარეობა შექმნეს. რაკეტები, რომლებიც გუშინ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დაუშინეს, წინა ხელისუფლების წყალობით მიღებული თანხებითაა შეძენილი. ეს რეჟიმი თვითონ ქვეყანასაც მძიმე ტვირთად აწვება. საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც მთელი ირანის მასშტაბით მიმდინარეობს, 1 5000 ადამიანი დახოცეს.
ერთობლივი მოქმედების საკმაოდ ხარვეზიან გეგმას მალე გაუვა ვადა, რაც ირანს ბირთვული აფეთქებისკენ გზას გაუხსნის. ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ ამბიციებზე და ტერორიზმის მხარდაჭერაზე. დრო მოვიდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა რეალობა გააცნობიერონ. ისინიც უნდა გამოვიდნენ ამ შეთანხმების "ნარჩენებიდან" და ერთად უნდა ვიმუშავოთ ირანთან იმ შეთანხმებაზე, რომელიც მსოფლიოს უფრო მშვიდობიან ადგილად აქცევს. ირანს უნდა შევთავაზოთ ისეთი წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ წინ წავიდეს, წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი ხელუხლებელი უზარმაზარი პოტენციალი უკეთ გამოიყენოს. ირანს შეუძლია, არაჩვეულებრივი ქვეყანა იყოს, თუმცა შუა აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დაისადგურებს, სანამ ირანი ძალადობას, სიძულვილსა და ომს თესავს. ცივილიზებულმა სამყარომ ცხადი სიგნალი უნდა გაუგზავნოს ირანულ რეჟიმს: ტერორის, მკვლელობისა და ჯოჯოხეთის ციკლი უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელების უფლებას ვერ მივცემთ.
დღეს მინდა ვთხოვო NATO-ს, რომ მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. ჩემი მმართველობის ბოლო სამი წლის მანძილზე ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამერიკამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწია. ეს ისტორიული წარმატება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს ცვლის - ეს მიღწევები, რომელთა რეალურობაც არავის სჯეროდა, შუა აღმოსავლეთისთვის სხვა შესაძლებლობებს ქმნის. ახლა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ნომერ პირველი მწარმოებლები ვართ. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და შუა აღმოსავლეთის ნავთობი აღარ გვჭირდება. ამერიკული სამხედრო ძალები ჩემი ადმინისტრაციის პერიოდში ფაქტობრივად თავიდან აშენდა, რაც 2.5 ტრილიონი დოლარი დაჯდა. ჩვენი არმია ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი, ძლევამოსილი, ზუსტი, მომაკვდინებელი და სწრაფი რაკეტები. მიმდინარეობს უამრავი ზებგერითი რაკეტის აწყობა. თუმცა ფაქტი, რომ საოცარ სამხედრო ძალასა და აღჭურვილობას ვფლობთ, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ შეიარაღების გამოყენება არც გვჭირდება. ამერიკული ძალა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური, საუკეთესო შემაკავებელია.
სამი თვის წინ ISIS-ის 100%-ით განადგურების შემდეგ ჩვენ მათი ველური ლიდერი, ალ-ბაღდადი მოვკალით, რომლის კისერზეც უამრავი სიკვდილი და ქრისტიანების, მუსლიმებისა და ნებისმიერი სხვა ჯგუფის მასობრივი განადგურება იყო. ის ნამდვილი მონსტრი იყო. ალ-ბაღდადი ცდილობდა, რომ ISIS-ის ხალიფატი აღედგინა, თუმცა უშედეგოდ. ISIS ირანის ბუნებრივი მტერია. მისი განადგურება ირანისთვის კარგი იქნება და სწორედ ამ და სხვა საერთო პრიორიტეტებზე უნდა ვიმუშავოთ.
ბოლოს კი, ირანის ლიდერებო და მაცხოვრებლებო: ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ მომავალი, კარგი მომავალი, ისეთი, როგორსაც იმსახურებთ, სახლში კეთილდღეობით და სხვა ქვეყნებთან ჰარმონიით. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დატკბეს მშვიდობით ყველასთან, ვინც ამას ეძებს. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები