რა ოდენობის თანხას მიიღებენ ბიუჯეტიდან პარტიები, რომლებმაც ხმების 3%-ზე მეტი მიიღეს
ყველა პარტია, რომელმაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მილიონ ლარამდე მიიღებს, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად.
ეს პარტიებია:
- ქართული ოცნება - 48,67%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27,11%
- პატრიოტთა ალიანსი - 5,01%
ნინო რიჟამაძე, იურისტი.
ფოტო: რადიო თავისუფლება
"ეს უპირობოდ 1 მილიონი ლარი არ იქნება, ეს იქნება კამპანიის ხარჯების დაფარვა ერთ მილიონ ლარამდე" - აცხადებს On.ge-სთან საუბრისას სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინი რიჟამაძე.
იურისტის თქმით, პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარის მისაღებად ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინონ:
"თუ პარტია წარადგენს ხარჯთაღრიცხვას, რომ მილიონამდე ლარის ხარჯი გასწია წინასაარჩევნოდ, მაშინ ისინი ამას მიიღებენ".
ნინო რიჟამაძის თქმით, სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია იმ პარტიებისთვისაც, რომლებმაც 3% ან მეტი მიიღეს არჩევნებში:
"სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია სხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვისაც და მას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც 3% და მეტი მიიღეს საერთო პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე. მათთვის არსებობს საბაზისო დაფინანსება, რომელიც შეადგენს წმინდად 300 000 ლარს".
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ასეთი სულ 4 პარტიაა, რომელმაც ამომრჩევლის 3-დან 5%-მდე ხმა დააგროვა:
- თავისუფალი დემოკრატები - 4,63%
- ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3,53%
- პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3,45%
- ლეიბორისტული პარტია - 3,14%
იმ პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტში შედიან, ყოველწლიური დაფინანსება გამოითვლება სპეციალური ფორმულით.
ასევე, ის პარტია, რომელსაც 10 წევრს შორის 3 ქალი ეყოლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.
კვალიფიციური სუბიექტები ასევე ისარგებლებენ უფასო სატელევიზიო დროით არჩევნებამდე 50 დღით ადრე. ესენი არიან ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ. ისინი სარგებლობენ თავისუფალი სარეკლამო დროით, არაუმეტეს 90 წამისა, 3 საათში ერთხელ.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა


კომენტარები