მიკერძოებულ ჟურნალისტებთან საუბარი არ მსურს — ჯიშკარიანის ადვოკატი ნივთმტკიცებაზე დასმულ კითხვაზე
ფოტო: გვანცა ნემსაზე / On.ge
"მე მიკერძოებულ ჟურნალისტებთან საუბარი არ მსურს", — ასე მიმართა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ფორმულას იმ ჟურნალისტს, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეზე ნივთმტკიცებების განადგურებაზე სვამდა კითხვებს. ადვოკატი იმ მოტივით, რომ არ იცნობდა საქმის დეტალებს, ცდილობდა რიგ კითხვებზე პასუხი არ გაეცა.
"თქვენ მისვამთ კითხვას... ირონიით საუბრობთ. მე არ ვაპირებ იმ ჟურნალისტებთან საუბარს, რომელიც მოდის იმისთვის რომ რაღაც სიტყვაზე მოახდინოს სპეკულაცია... ვინ გადაიტანა და ვინ დადო პრინტერი მაგიდაზე ეს მოცემულობას არ ცვლის", — თქვა კუბლაშვილმა.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გააღიზიანა ტაბულას ჟურნალისტის კითხვებმაც. ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტმა ადვოკატს ჰკითხა, ის, რომ ზოგიერთ კითხვაზე პასუხს არ სცემს, ხომ არ ბადებდა ეს ეჭვს, რომ არ სურდა პასუხი გაეცა. ამის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტს "არაპროფესიონალი" და "ცინიკოსი" უწოდა.
დღეს, 11 სექტემბერს სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.
სექსუალური ძალადობის საქმე
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.
თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.
თოდაძის თქმთ, ჯიშკარიანმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამის მიზეზად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებდა.
6 ოქტომბერს თოდაძემ მთავარი არხის ეთერში მომხდარზე ღიად ისაუბრა, მეორე დღეს კი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიამართა. 8 ოქტომბერს მისმა უფლებადამცველმა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად ისევ მიმართა, საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და ქალი დაზარალებულად ცნო.
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
კომენტარები