ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომიკოსი და მსახიობი კევინ ჰარტი მძიმე ავტო-ავარიაში მოხვდა. მას ზურგი აქვს დაზიანებული, თუმცა ხერხემალზე პრობლემები არ აღენიშნება და სიარული და მოძრაობა შეუძლია.

ამ ეტაპზე მსახიობი საავადმყოფოში იმყოფება, სადაც გამოკვლევებს უტარებენ და არკვევენ, ოპერაციები დასჭირდება თუ არა.

კევინის ავტომობილი Plymouth Barracuda გზიდან სამი მეტრის მოშორებულ არხში იპოვეს, ავტომობილი იქ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ხის ღობეს შეეჯახა. როგორც ცნობილია, საგზაო შემთხვევისას მსახიობი საკუთარ ავტომობილის საჭესთან არ მჯდარა.