თიბისი ბანკის საქმის 21 ტომიდან 2 არის მოსმენები — ადვოკატი
ფოტო: Reginfo.ge
თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ 21-ტომიანი საქმიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენებია. ამის შესახებ მან გადაცემა პირველებში თქვა. მისივე განმარტებით, უსმენდნენ, როგორც ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ისე, 20-მდე სხვა პირს. მათ შორის სამგორი M-სა და სამგორი ტრეიდის მფლობელს, ავთო წერეთლსა და მის შვილს, ვატო წერეთელს, რომელიც TV პირველის დამფუძნებელია.
როგორც კორძაძემ განმარტა, სატელეფონო მოსმენებისთვის პროკურატურას სასამართლოსგან შესაბამისი ნებართვა ჰქონდა. ასევე, მოსმენის პერიოდი, დაახლოებით, შემოდგომიდან გაზაფხულამდე ხორციელდებოდა.
თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას ამ მოსმენებიდან, საქმის მასალების მიხედვით, რაიმე ღირებული ინფორმაცია არ მიუღია.
თიბისი ბანკის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.
გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.
თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.
28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს და მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
ამის შემდეგპროკურატურამ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა. 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. სასამართლო თითოეულ მათგანს 700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა.
მილიონ-მილიონ ლარის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები