ალექსანდრე იაშვილი

25 Jul. 2019, 17:10

პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები მაქვს, როდესაც მცირეწლოვანი არის, ჩავდივარ მოსამართლის ტრიბუნიდან და ერთად ვსხდებით: ბავშვი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მხარეები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვზე ორიენტირებული გარემო შევქმნათ, რათა მან სტრესი არ განიცადოს. რა თქმა უნდა, მაცვია მანტია, მანტია ერთ-ერთი ატრიბუტია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

საერთაშორისო პრაქტიკაა ეს, რომელიც გამოუყენებიათ. ყველა არასრულწლოვანი ერთ სიბრტყეში არ უნდა განვიხილოთ, არამედ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ყველა მათგანთან, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. დაკითხვის დროს უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს. პროცედურული თვალსაზრისითაც არაერთი სტანდარტია, რომელიც მორგებულია მის უფლებებზე, რათა არასრულწლოვანმა არ იგძნოს თავი ისე, თითქოს მისი ბედი სულერთია.

განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ალექსანდრე იაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გასაუბრების დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  3. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?

შალვა პაპუაშვილი მეორედ აკრიტიკებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მეორე წელია მათ ვებგვერდზე…