ბესელიას თქმით, ივანიშვილის ნება რომ იყოს, ფარული კადრების გავრცელებას გამოიძიებდნენ
ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება რომ იყოს, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეს გამოიძიებდნენ. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა აქცია #სირცხვილიას გადაცემაში განაცხადა.
"პირადაპირ გეუბნებით, რომ გამოიძიებდნენ, მაგრამ არ გამოიძიებენ, სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება... ორი რამეა: არ შეგიძლია ამას სახელი დაარქვა და არ გაქვს ამის უნარი ან არ გინდა, რომ ეს გააკეთო", — განაცხადა ბესელიამ.
22 ივნისს ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი და მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. ბესელიას განცხადებით საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია".
დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც "დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა".
გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.
გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია ჯამში 19 პირი.
ამავე თემაზე:
- არ ვიცი, რა კონტექსტში იყო ნათქვამი — ჩუგოშვილი ფარულ კადრებზე ცქიტიშვილის კომენტარზე
- ვოლსკის თქმით, ფარული კადრების გავრცელების შემდეგ ბესელიამ საზოგადოებისგან პოზიტივი მიიღო
- ეკა ბესელია ივანიშვილს აფრთხილებს, რომ მისი პასუხები მძიმე მოსასმენი იქნება
- პროკურატურაში მითხრეს, რომ პირადი ცხოვრების კადრები პატიმარს არ გაუვრცელებია — ეკა ბესელია
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები