გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი — ომბუდსმენი სარალიძის მკვლელობაზე
ფოტო: სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი.
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად და ეფექტიანად გამოძიებული.
"გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რამაც არსებითი ნეგატიური გავლენა იქონია ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის პროცესზე. საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ სხვა პირიც/პირებიც", — ნათქვამია განცხადებაში.
შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, პარლამენტის დადგენილების შემუშავების პროცესში, გაეთვალისწინებინა ერთ-ერთი რეკომენდაცია - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენის მიზნით.
"საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია არ გაიზიარა. ასევე, დღემდე არ მომხდარა დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა", — აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:
- გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი;
- დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, კერძოდ, კი საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა მტკიცებულებების განადგურება და გამოძიების გაჭიანურება;
- გააცნონ სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები და პროკურატურაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ და სრულად.
რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. მას სასჯელი დაუმძიმდა და პატიმრობად 11 წელი და სამი თვე განესაზღვრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გ.ბ.-ს გამოუტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა და დავით სარალიძის მკვლელი უცნობი დარჩა.
თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ჩასწორება: ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული იყო, რომ სააპელაციომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა. დაზუსტების შემდეგ კი გაირკვა, რომ საქალაქოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა.
გაიგე მეტი: 1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები