RFE/RL: დაღმავალი დიდება და დაბალი აქტივობა - დასკვნები დუმის არჩევნებზე
ფოტო: EPA
რადიო თავისუფლების ავტორმა, სტივ გუტერმანმა რუსეთის ფედერაციაში 18 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე, გარემოებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ანალიზი გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს, დუმის 18 სექტემბრის არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ, ედინაია რასია (ერთიანი რუსეთი), პარლამენტის ქვედა პალატაში 300-ზე მეტი ადგილი მოიპოვა. ბევრად მეტი ვიდრე 238, რომელიც მას ამ დრომდე ეკავა. დუმაში თავის ადგილს შეინარჩუნებს 3 სხვა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური პარტიაც მაშინ, როცა კრემლის ოპონენტი ლიბერალები პარლამენტს გარეთ დარჩნენ.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სახელისუფლებო პარტიამ ედინაია რასია, "კარგი შედეგი" მიიღო, რაც საკითხის მნიშვნელობას სწორად არ გამოხატავს. პროგნოზების თანახმად, სახელმწიფო დუმის 300-ზე მეტი ადგილით მისი ერთგული პარტიის ხელებში აღმოჩენითა და საკანონმდებლო ორგანოზე კიდევ უფრო გაძლიერებული კონტროლით, პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მას შეუძლია სურვილისამებრ გამოიყენოს დუმა და მიიღოს კანონმდებლობა თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მის გასაფართოვებლად და პოტენციური ოპონენტების შესაფერხებლად. ხმების ეს რაოდენობა საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს არ გაუჭირდებოდა კიდევ 6 წლით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, თუ მას ამის სურვილი აქვს, მაგრამ კონსტიტუციის თანახმად, 2030 წლამდე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. კონსტიტუციური უმრავლესობა, პუტინს კანონების ხელახლა დაწერას უმარტივებს - თუ უნდა მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იქნება, ან რაიმე სხვა გზას აირჩევს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
რუსეთის ეკონომიკური პრობლემების გამო, რაც პუტინის პარტიის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს, კრემლს იმაზე ზრუნვა მოუწია, რომ დუმაში პოზიციები არ დაეკარგა. დამკვირვებლების აზრით, მთავარი, რაზეც კრემლმა ენერგია დახარჯა იყო, იყო ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები აქტივობა დაფიქსირებულიყო. ამისთვის არჩევნები დეკემბრის ნაცვლად სექტემბერში ჩატარდა, ზაფხულის ბოლოს, როდესაც ამომრჩევლისგან ნაკლები აქტივობაა მოსალოდნელი, საარჩევნო კამპანია კი 2 თვით შემოკლდა. ყველაფერმა ზემოთ აღნიშნულმა ძალიან მარტივი გახადა ამომრჩევლის ბიულეტენით მანიპულირება. მაგალითად: საჯარო მოსამსახურეები, ჯარისკაცები და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებიც კი.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა: ოფიციალური აქტივობა 47,81 პროცენტი იყო, ბევრად ნაკლები, ვიდრე 2011 წელს (60 პროცენტი). აქტივობა ძალიან დაბალი იყო დიდ ქალაქებში: რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, 35 პროცენტი დაფიქსირდა მოსკოვში და კიდევ უფრო დაბალი პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.
ამ არჩევნების მარტივი არითმეტიკაა, რომ პოსტსაბჭოთა ისტორიაში პირველად, დუმა რუსი ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლების წარმომადგენლობით იქნება დაკომპლექტებული. დაბალი აქტივობა ნიშნავს, რომ ედინაია რასიას მეტი ადგილი ექნება პარლამენტში, თუმცა მისი პოპულარობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე აქამდე. თუმცა, ალბათ, პუტინი ამაზე ფიქრით თავს არ იტკივებს და არჩევნების შედეგებით ტკბება.
თუმცა, დაბალი აქტივობა პუტინის კიდევ ერთი პრობლემაა. მაშინ, როდესაც კრემლმა არჩევნები ჩაატარა, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიისკენ, რუსეთის მილიონობით მოქალაქე ხმის გარეშე დარჩა. ეს კი უძლურებისა და უუფლებობის განცდებს პოტენციურად აძლიერებს. განცდებს, რომლებიც 2011-12 წლის საპროტესტო მოძრაობებს კვებავდა.
2003 წლის შემდეგ პირველად, 450-ადგილიან დუმაში ადგილების ნახევარი შეივსო ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული კანდიდატებით და არა თავად პარტიული სიებით. თუმცა, ამ ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარების უმრავლესობა ედინაია რასიას წარმომადგენელია. მსგავსი ქმედება კრემლის ოპონენტებს უხშობს კარს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსკენ და მათ არანაირ შანსს არ უტოვებს. თეორიულად, თითქოს შესაძლებელი იყო, რომ ამ ერთმანდატიან ოლქებში დამოუკიდებელ კანდიდატებს გაემარჯვათ, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ მოხდა: ვერც ერთმა ლიბერლამა ოპოზიციონერმა ვერ მოიპოვა ადგილი პარლამენტში.
არჩევნებმა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტი პასუხი არ დაუტოვა კითხვაზე: არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ყველაფრის მიუხედავად ცვლილებებისთვის ბრძოლა, თუ გათავისება იმისა, რასაც გარი კასპაროვის მსგავსი კრემლის მტრები თვალთმაქცობას უწოდებენ, რომელშიც ნებისმიერი სახით მონაწილეობა პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასობაში კრემლი განაცხადებს, რომ დემოკრატიისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და შედეგებზე მიუთითებს როგორც დამამტიკცებელი საბუთზე იმისა, რომ ლიბერალ ოპონენტებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
მაშინ, როცა არც ერთ ლიბერალ ოპოზიციონერს ერთმანდატიანი ოლქში არჩევნები არ მოუგია, დუმაში ადგილები მოიპოვეს ონიშჩენკომ, პეტერბურგის ანტი-გეი-უფლებათა კანონის ავტორმა ვიტალი მილინოვმა და კრემლის მხარდამჭერმა ჟურნალისტმა პიოტრ ტოლსტოიმ. თუმცა ერთმანდატიანი ოლქების არჩევნები, შესაძლოა იყოს საფრთხე პუტინისთვის. ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული დეპუტატები უფრო დამოუკიდებელნი იქნებიან, ვიდრე ისინი, რომლებმაც პარტია ედინაია რასიას დახმარებით მიიღეს ადგილი დუმაში.
2011 წლის არჩევნებზე დარღვევების მტკიცებულებების გავრცელების გამო, რომელმაც დიდი პროტესტი და დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია, ეს არჩევნები პუტინისთვის რეპუტაციის აღდგენის შანსი იყო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უცხოური სახელმწიფოების დამოკიდებულება, რომლებიც პუტინის რუსეთს ხედავენ როგორც ღრმად არადემოკრატიულს, ამ არჩევნებმა ვერ შეცვალა. არის უამრავი ბრალდება გაყალბების შესახებ.
დასავლეთის თვალებში, არჩევნების კანონიერებას ის ფაქტიც აქარწყლებს, რომ ხმის მიცემა ანექსირებულ ყირიმშიც იყო შესაძლებელი. აშშ-მ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ "არ აღიარებს დუმის არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მის შედეგებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე".
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
კომენტარები