adjarasport.tennis: უყურე ბასილაშვილის მატჩებს ATP-ის ტურნირებზე ინტერნეტში სრულიად უფასოდ
2019 წლის მარტში ქართულ ონლაინსივრცეში ახალი საიტი adjarasport.tennis გამოჩნდა, რომელიც პირველად საქართველოს ისტორიაში მომხმარებელს ჩოგბურთის წამყვანი ტურნირების ინტერნეტში, სრულიად უფასოდ, ნახვის საშუალებას აძლევს. ეს უნიკალური შესაძლებლობა adjarasport.com-ისა და უდიდესი საჩოგბურთო ორგანიზაცია ATP-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია.
ATP-ისთან ურთიერთობასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე, adjarasport.com-ის ხელმძღვანელს, ჯუბა გრიგოლიას გავესაუბრეთ.
მოგესალმებით, პირველ რიგში რომ გვითხრათ, adjarasport.com-მა რატომ გადაწყვიტა ATP-თან თანამშრომლობა?
adjarasport.com ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე დიდი და გავლენიანი გამოცემაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა და მრავალფეროვანი მასალის შეთავაზება. ჩოგბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. Adjarasport.com-მა გადაწყვიტა სპორტის მოყვარულთათვის საჩუქარი გაეკეთებინა - პირველად ქართულ ციფრულ სამყაროში, მომხმარებელს საშუალება აქვს ჩოგბურთის უდიდეს ტურნირებს პირდაპირ ეთერში უყუროს.
ATP-ის შესახებ უფრო მეტი რომ გვიამბოთ?
ATP, იგივე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია, მამაკაც ჩოგბურთელთა უდიდესი გაერთიანებაა. სწორედ ისაა ყველა ტურნირის ორგანიზატორი და მისი რეიტინგია ჩოგბურთში უმთავრესი. მარტივად რომ ვთქვათ, ATP ჩოგბურთში იგივეა, რაც FIFA და UEFA ფეხბურთში. აქედან გამომდინარე, სხვა პარტნიორზე არც გვიფიქრია.
მოლაპარაკებების პროცესზე გვიამბეთ, რამდენად რთული იყო ამ დონის ორგანიზაციასთან კონტაქტზე გასვლა?
მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ ვრცელი, თუმცა საინტერესოც გამოდგა, იგი თითქმის 7 თვეს გაგრძელდა. ATP-თან მოლაპარაკებებმა და თანამშრომლობამ, ვფიქრობ, როგორც adjarasport.com, ასევე ქართული სპორტული ონლაინსივრცე სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მსგავი ტიპის პროექტი ჩვენს ქვეყანაში პირველად შედგა.
რა გადამწყვეტი ფაქტორების გამო შედგა თქვენი თანამშრომლობა?
რაც შეეხება ფაქტორებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სპორტით დაინტერესებულ ქართველებში ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, გარდა ამისა, უდიდეს ინტერესს იწვევს ქართველი ვარსკვლავის ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაში. ბასილაშვილი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია და მისი თამაშების ხილვა უამრავ ადამიანს აინტერესებს. Adjarasport.com-ის ჩოგბურთის პლატფორმა adjarasport.tennis-ზე კი ნებისმიერ მსურველს, სხვა ვარსკვლავების თამაშებთან ერთად, შეუძლია, მის ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. თავის მხრივ, ATP-ის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცდილება და ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია.
ქართულ ონლაინსივრცეში ATP-ის ოფიციალური პარტნიორი ხართ, რას მოიცავს ეს თანამშრომლობა და ჩოგბურთის მოყვარულებს, თქვენი საშუალებით, რისი ხილვა შეეძლებათ?
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩოგბურთის მოყვარულებს შეეძლებათ მთელი წლის განმავლობაში 40-მდე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ნახვა. თითოეული ტურნირის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, პირდაპირ ეთერში უყუროს თამაშებს ქართული კომენტარით, სურვილის შემთხვევაში კი რამდენიმე პაექრობას თვალი ერთდროულად ადევნოს.
საქართველოს ტერიტორიაზე adjarasport.com-ს ATP-ის საჩოგბურთო ტურნირების ინტერნეტსივრცეში ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს. ექსკლუზივი ATP-ის სხვა პროდუქტებზეც ვრცელდება. მატჩების სრული ჩანაწერი, თამაშების ვიდეომიმოხილვები, სხვადასხვა რუბრიკა - ამ ყველაფრის ხილვა ქართველ ჩოგბურთის მოყვარულებს ჩვენს საიტზე შეუძლიათ.
Adjarasport.com-ისთვის ეს ერთჯერადი პროექტია თუ მომავალშიც აპირებთ დიდ სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას? ზოგადად აჭარასპორტის სამომავლო გეგმებზე რომ გვიამბოთ?
Adjarasport.com იყო პირველი, ვინც საქართველოში სუმოს ტრანსლირება დაიწყო, ამჯერად ჩოგბურთსაც შევეჭიდეთ. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოცდილება იქნება იმ დიდი გამოწვევების საწინდარი, რომლებიც adjarasport.com-ის წინაშე დგას. ჩვენი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ საქართველოში ნომერ 1 სპორტულ სტრიმინგსერვისად, სადაც გულშემატკივარს აბსოლუტურად ყველა სპორტიდან მისთვის საინტერესო ღონისძიებების ხილვა შეეძლება. მნიშვნელობა არ აქვს, ამას კომპიუტერით შეეცდება, მობილურით, ტელევიზორით თუ რომელიმე სხვა მოწყობილობით. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მალე იგეგმება განახლებული საიტის გაშვება, განახლებული დიზაინითა და ქართულ ინტერნეტსივრცეში რევოლუციური ფუნქციონალით, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.
-
კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
კომენტარები