ანკარამ ვაშინგტონს ფეტულა გიულენის დაპატიმრების ოფიციალური მოთხოვნით მიმართა
ფოტო: Reuters
თურქეთმა ამერიკას ფეტულა გიულენის დაპატიმრების ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.
თურქეთის მთავრობა ბრალს დებს ფეტულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, რომელსაც 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურ ვაშინგტონს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.
გასული თვის ბოლოს, ანკარას, მოლაპარაკების და ურთიერთობების დარეგულირების მიზნით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკას გიულენის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა თურქეთს ქვეყანაში 15 ივლისს მომხდარი ამბოხის გამო არ გაუგზავნია და განმარტა, რომ ეს ქმედება გიულენის მიმართ თურქეთის მხრიდან უფრო ადრე წაყენებულ ბრალდებებს ეხებოდა, რაზეც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბრალდების დამადასტურებელი საბუთები მოითხოვა.
მოგვიანებით ოფიციალურმა თურქეთმა განაცხადა: იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებულ ფეტულა გიულენს თურქეთს არ გადასცემს, ეს უკანასკნელი აშშ-სთან "მეგობრობის საკითხის გადახედავს". რის შემდეგაც თურქეთმა აშშ-ში მცხოვრები გიულენის დაკავების ორდერი გასცა.
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით ერდოღანის შეფასებები ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ძაბავდა და სანამ თურქეთი მათ გიულენის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს არ გადასცემდა, მის წინააღმდეგ მოქმედებას ვერ დაიწყებდნენ. თავად გიულენი ბრალს არ აღიარებდა.
ბაიდენმა ანკარაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკას არ ჰქონდა არანაირი ინტერესი ხელი დაეფარებინა ადამიანისთვის, რომელიც პარტნიორ ქვეყანაში არეულობას გეგმავდა, მაგრამ ისინი ვალდებულები იყვნენ დაეცვათ კანონი. შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნის პროცესმა პროგრესი განიცადა.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
კომენტარები