ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა — გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
გედევან ფოფხაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართული ოცნება და ფრაქცია დატოვა. მისივე თქმით, ოფიციალური განცხადებით პარტიას და ფრაქციას მან პარასკევს, 22 თებერვალს მიმართა.
როგორც ფოფხაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.
"მე აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი ქართულ ოცნებაში იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები ქართულ ოცნებაში, ვიდრე რატომ წამოხვედი ქართული ოცნებიდან", — განაცხადა ფოფხაძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პერსონალურ და დირექტივების დონეზე ქართული ოცნების ნაციონალიზაციის საკითხი მიმდინარეობს:
"ჩვენ ვამბობთ, რომ გვაწყობს ნაციონალების პროკურორები, ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, ვინც იმ დროს კარგად იყო დღესაც კარგად არის. ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ჩვენ გავამართლეთ იმითი სულ ხომ რეპრესიებს არ მოვუწყოვთ ვიღაცასო. რეპრესიებზე არავინ არ საუბრობდა, საუბრობდა იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს".
მისივე თქმით, მმართველ გუნდსა და ხალხს შორს გაჩნდა ბზარი და მეორე ტურის შემდეგ ეს ბზარი კიდე უფრო გაიზარდა. როგორც ის ამბობს, მეორე ტურის წინ მიცემუმლი დაპირებები იყო ტყუილი და მას არ სურს ტყუილის თანამონაწილე იყოს.
რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნასა და თანამოაზრეებთან გაერთიანებას, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გარდა ამისა ის დაზუსტებით არ ამბობს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
გადაწყვეტილება ფოფხაძემ წასვლის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.
ფოფხაძემდე პარტია დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. გოგიჩაიშვილის და ბესელიას შემთხვევაში მიზეზი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი იყო. ნაცვლიშვილმა კი პარტია მისი ინიცირებული საპენსიო რეფორმის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.
ფოფხაძის კარიერა ქართულ ოცნებაში
გედევან ფოფხაძე ქართულ ოცნებას 2015 წელს შუერთდა. ის პარლამენტში მაჟორიტარული სიით მოხვდა. 2015 წლიდან ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი იყო. 2016 წლიდან კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ეკა ბესელიამ გადადგომამდე ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ წარადგინა, თუმცა პარტიამ მისი კანდიდატურა გაიწვია.
დაპირისპირება მმართველ გუნდში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ.
თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. მან თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა უმრავლესობამ ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვია.
ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ბესელიას და მის მხარდამჭერ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავდნენ.
24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლეების საკითხზეც იმსჯელეს. პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, "ეს იყო კარგი შეხვედრა" და ივანიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა.
რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.
5 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა არასამთავრობოებისა და საზოგადოების მხრიდან სასამართლოს კრიტიკის შესახებ. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.
ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება მათთვის მიუღებელი იყო და ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებდნენ. 6 თებერვალს კი კანონპროექტი დაარეგისტრირეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.
19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. დღეს, 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა.
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
კომენტარები