გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, გახმოვანებამდე უნდა დავინახო, სად დავშორდით — გოგიჩაიშვილი ოცნების დატოვებაზე
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მე ჩემს თავში გადაწყვეტილება მაქვს ამა თუ იმ ფორმით მიღებული. ამას როდის გავახმოვანებ ამას დავიტოვებ ჩემთვის. მე მინდა დავინახო ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. ჯერჯერობით გუშინდელი განცხადება ნიშნავს, რომ ვშორდებით, რადგან ეს არ არის ის დაკვეთა, რა დაკვეთითც ქართული ოცნებს დღეს ხელისუფლეაბში არის", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პარტიის სავარაუდო დატოვებაზე ისაუბრა ეკა ბესელიამაც. უფრო კონკრეტულად, მან აღნიშნა, რომ დადგა ის დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს რამდენად ეთხვევა მისი და ქართული ოცნების ფასეულობები.
სხდომის დასრულებს შემდეგ ჟურნალსიტებთან არ უსაუბრია გედევან ფოფხაძეს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას გეგმავს. სხდომაზე შესვლის წინ მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა გამოჩნდება რამდენად ემთხვევა მისი ფასეულობები.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი. ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. კობახიძის თქმით, ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. ამის შესახებ მან იმ ოთახის წინ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. კობახიძემ დეპუტატს გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესირგიდან მოიხსნა.
24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლეების საკითხზეც იმსჯელეს. პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, "ეს იყო კარგი შეხვედრა" და ივანიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა. მისი თქმით, ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ.
გუშინ, 5 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მოსამართლეების საკითხზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები.
დღეს, 6 თებერვალს უმარვლესობის სხდომის დაწყების წინ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, რომ ამ განცხადების შინაარს არ იზიარებენ.
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები