10 მითი ინტროვერტების შესახებ, რომელსაც ინტროვერტები არ ვეთანხმებით
ფოტო: pathdoc/Shutterstock
1. ინტროვერტებს არ უყვართ ლაპარაკი
ფოტო: amir bajrich/Shutterstock
ტყუილია. ლაპარაკი გვიყვარს, უბრალოდ უაზროდ ლაპარაკი არ გვიყვარს. თუ ინტროვერტი არ გელაპარაკებათ, ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს:
- არ აინტერესებს თემა, რომელზეც საუბრობთ და ურჩევნია გისმინოთ და თავი გიქნიოთ, ვიდრე მხურვალედ ჩაერთოს და ენერგია დახარჯოს იმის მოჩვენებით, რომ ძალიან დაინტერესებული და აღფრთოვანებულია.
- გეთანხმებათ, დასამატებელი არაფერი აქვს, სათქმელი არაფერი აქვს.
2. ინტროვერტები მორცხვები არიან
ფოტო: hramovnick/Shutterstock
ნახევრად ტყუილია. ზოგი ინტროვერტი მორცხვია, ზოგი - არ არის მორცხვი. ორივე შემთხვევაში ინტერაქციის წამოსაწყებად მიზეზი გვჭირდება ხოლმე. აი ასე, ლაპარაკი-ლაპარაკისთვის, ინტერაქცია-ინტერაქციისთვის და ა.შ. ამიტომ შეგიძლიათ, პირველი ნაბიჯი თავად გადმოდგათ ხოლმე.
3. ინტროვერტები უზრდელები და უხეშები არიან
ფოტო: file404/Shutterstock
ტყუილია. რა თქმა უნდა ზოგიერთი ადამიანი უზრდელია, მაგრამ ყველა ინტროვერტი ეგეთი არ არის. უბრალოდ ხშირად, იქ სადაც ბევრი ადამიანია, ყველა ერთად შემოდის ინტერაქციაში, ყველა ცდილობს თავი ასე თუ ისე წარმოაჩინოს. ჩვენ კი ვიღლებით. ხშირად ყურადღებაც გვეფანტება და ა.შ.
ხოლო თუ ცოტა ხალხია ან სულაც ინდივიდუალური ურთიერთობაა - იხილეთ პირველი და მეორე პუნქტები.
4. ინტროვერტები ვერ იტანენ ადამიანებს
ფოტო: Ollyy/Shutterstock
ვინმე იტანს ადამიანებს? ისე კი - ტყუილია. ჩვენ მოგვწონს ადამიანები, ზუსტად იმავე დოზით, რა დოზითაც ექსტრავერტებს. უბრალოდ, როგორც აქამდე ჩამოთვლილი მითების ნამსხვრევებში ამოიკითხავდით, ჩვენ გვიჭირს ბევრ ადამიანთან ერთდროულად ურთიერთობა, მეგობრებს კი ძალიან ფრთხილად ვირჩევთ.
5. ინტროვერტებს არ უყვართ ხალხში გასვლა.
ფოტო: Soloviova Liudmyla/Shutterstock
ტყუილია. რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო? გვიყვარს ხალხში გასვლა, უბრალოდ არ გვიყვარს, როცა უაზროდ გვაწუხებენ, მაგალითად:
- აუ, ჩუმად რატო ხარ? (იხ. პირველი პუნქტი).
- აუ, შენ სულ ასეთი მოწყენილი ხარ?
- აუ, წამო ვიცეკვოთ
- აუ, მე შენ დღეს უნდა გაგამხიარულო
- აუ, წამო სახეში შევიზილოთ მხიარულება
- აუ, წამო საფრანგეთის რევოლუციას შევუერთდეთ (შეიძლება, პრინციპში).
- აუ, წამო კარაოკეზე მილიონ ალიხ როზ ვიმღეროთ
- აუ, წამო ვითომ დათა თუთაშხიები არ ვართ და ვინმეს საქმეში ჩავერიოთ
- აუ, წამო ვითომ ტიტანიკზე ვართ და ფურთხებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს
- აუ, მოდი მთელს ამ ხალხს მოუყევი როგორ დააბოყინე კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის კონცერტზე, იმიტომ რომ შენ ხო გიყვარს, როცა ხალხში ეგეთ რამეებს ჰყვები და ყველა შენ გიყურებს?
დამშვიდდი!!!
მოდი, დაჯექი, მელაპარაკე, მომიყევი შენკენ რა ხდება, სამსახურში როგორი ამბებია, პირადში, რამე ახალი ფილმი ნახე? ფეხბურთს უყურე გუშინ? ვინმე ბიჭი/გოგო მოგწონს? მომიყევი, მელაპარაკე, დამაინტერესე, დამშვიდდი. ვახ.
6. ინტროვერტებს სულ მარტო ყოფნა უნდათ
ფოტო: Zurijeta/Shutterstock
ტყუილია. ჩვენ როგორც წესი ათას რამეზე ვფიქრობთ. დაწყებული საკუთარ თავებზე, დამთავრებული კვანტურ ფიზიკაზე (მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტი შეიძლება არც გვესმოდეს, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციებით და აღმოჩენებით ვტკბებით ხოლმე).
და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიანაც გვიყვარს ჩვენს ნაფიქრზე და აღმოჩენილ რაღაცებზე ლაპარაკი. ამიტომ გვკითხეთ, გაიგეთ რა გვაინტერესებს, დაგვამუღამეთ და პირობას გაძლევთ იმდენს ვილაპარაკებთ, რომ ვერც ერთი ექსტრავერტი გვაჯობებს.
7. ინტროვერტები უცნაურები არიან
ფოტო: Lolostock/Shutterstock
ჰმ... ჰო... რავი... უცნაურები არა. ანდა კი. ყველა უცნაური არაა? ინდივიდუალურობას ვაწვებით, ოღონდ ჩვენს პონტში. ექსტრავერტების ინდივიდუალურობა უფრო ეპატაჟში გამოიხატება, ჩვენ კიდე ჩვენს ჭიას ვახარებთ და არც ტენდენციები და მოდები და მასობრივი რაღაცები გვევასება. თუმცა ხშირად ვმონებთ ხარისხიან პოპ-კულტურას.
ანუ თუ ვიღაც ტიპი პარასკევს საღამოს მარსელ პრუსტის სიღრმეებზე გელაპარაკებათ, მაშინ როცა ვიღაცები ყირაზე გადადიან, ეს ტიპი ინტროვერტი არაა, ის უბრალოდ სნობია. ინტროვერტი ის ტიპია, თავის მეგობრებთან ერთად რომ ზის და ლუდს სვამს, ან უხერხულად ცეკვავს სიბნელეში.
8. ინტროვერტები ყოვლისმცოდნე ან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ტიპები არიან
ფოტო: Lukas Gojda/Shutterstock
არა! ეგ ის ტიპია, რომელიც წეღან მარსელ პრუსტზე გელაპარაკებოდათ, რომელიც პირველ დეითზე ტაილანდური მუნჯური კინოს სანახავად წაგიყვანთ და 6 თვის მერე ვეგანი გახდება.
9. ინტროვერტებმა არ იციან და არ უყვართ გართობა
ფოტო: Sunny studio/Shutterstock
ტყუილია. მეტსაც გეტყვით - სისულელეა. უბრალოდ ყველა თავისებურად ერთობა. თუ 300 კაციან სუფრებზე თამადობა და 700 კაციან ივენთებზე გასვლა და შვიდასივე ტიპთან ჩამოვლა და იმის თქმა, რომ მაგარი გასულები ვართ, არ გვიყვარს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გართობა არ ვიცით ან არ გვევასება.
მოკლედ, ვისაც როგორ უნდა, ისე გაისწოროს.
10. ინტროვერტებს შეუძლიათ გახდნენ ექსტრავერტები
ფოტო: lassedesignen/Shutterstock
ამ ბოლო პუნქტში ყველაზე დიდი მითი მინდა დავამსხვრიო.
კარლ იუნგისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ადამიანების ინტროვერტებად და ექსტრავერტებად დაყოფა პირობითია, უბრალოდ, ზოგი ასე ვიქცევით, ზოგი - ისე. ზოგს ეს მოგვწონს და ზოგს - ის. მთავარია, ერთმანეთს ტვინი არ წავუჭამოთ.
პ.ს. ვინც არ იცით, ინტრო იყო რომაული პლებეური ცრუღმერთი, რომელიც ცალღმერთიან პანთეონში ცხოვრობდა, რადგან ინტროვერტი იყო და სხვა ღმერთებთან ურთიერთობა არ ევასებოდა.
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა

დისკუსია: შეიძლება, ინტროვერტი გახდეს ექსტრავერტი ან - პირიქით?