საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მოშიმშილე პატიმრის ადვოკატი პროკურატურას პასუხობს
საქართველოს პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძეს, რომელიც 29-ე დღეა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით შიმშილობს, პროკურატურამ ეს შეთანხმება 2017 წელს შესთავაზა, თუმცა უარი მიიიღო.
ირაკლი ჩხეიძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი ფიქრობს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ერთხელ უარის გამო, ახლა, პროკურატურის მიერ საკითხის არგადახედვა არასამართლიანი იქნება.
"ეს მსჯავრდებულისთვის ცოტა ფსიქოლოგიური თემაა. როცა პროცესი საწყის ეტაპზეა, მომავლის და ხვალინდელი დღის აღქმა თავიდან ნაკლებია. შემდეგ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა და ბევრი რამე გაიაზრა. მე ეს ვიგრძენი, როცა მისი დაცვის საქმეში ჩავერთე", — განუმარტა On.ge-ს ირაკლი ჩხეიძის ადვოკატმა.
მისივე თქმით, პროკურატურა უფლებამოსილია გააფორმოს საპროცესო შეთანხმება. ადვოკატი ფიქრობს, რომ 0,000305 გრამი მეტამფეტამინისთვის 6 წელი მკაცრი სასჯელია.
"პროკურატურასთან დაწყებული გვაქვს კონსულტაციები. მითხრეს, რომ გაივლიან ამ საკითხს. ამჯერად მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს ეს შეთანხმება შედგება", — აცხადებს გიორგი ტურაზაშვილი.
ადვოკატი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართეს. თავდაპირველად პროცესი დაიძრა, თუმცა შემდეგ მისთვის სამართლებრივად უცხო მიზეზით უარი უთხრეს. გიორგი ტურაზაშვილი დამატებით განმარტავს, რომ პროკურატურის უარი "საჯარო ინტერესიდან არ გამომდინარეობდა".
მისივე თქმით, ირაკლი ჩხეიძის შიმშილობის მაპროვოცირებელი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული განაჩენი გახდა.
"განაჩენი იურიდიულად არასწორად მივიჩნიეთ. მოსამართლემ მტკიცებულებად ჩათვალა გამოძიების ეტაპზე მოწმის ჩვენება და არ ის, რაც მან თქვა სასამართლოში. პროცესზე მოწმემ ყველაფერი უარყო. ამ მოწმის დაკითხვა მოვითხოვე სააპელაციოში და მოსამართლემ უარი გვითხრა. სწორედ ამან აღძრა უსამართლობის შეგრძნება", — განმარტავს ადვოკატი.
ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობას, რომელზეც ბრალდებულია ირაკლი ჩხეიძე. ის 2015 წელს დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოში კი განიხილება საქმე ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პროკურატურის ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან უარი განაცხადა.
გლდანის მეორე დაწესებულების პატიმარი 29-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე 22 დეკემბრის დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ის სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა, რათა დაითანხმონ სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები