ველისციხეში ენმ-ის წევრის ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ფოტო: თამუნა გეგიძე
ველისციხის ინციდენტის მონაწილე პირებს გოჩა მაისურაძესა და მამუკა უსინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა.
მაისურაძესა და უსინაშვილს ბრალად ედება ველისციხის ინციდენტის დროს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, შოთა დსალაქიშვილის ცემა. წინასასამართლო პროცესი 4 თებერვალს ჩაინიშნა.
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 18 დეკემბერს კიდევ ერთი პირი დააკავა. ასევე დააკავეს ორი პირი ოპოზიციაზე თავდასხმის ბრალდებით, ხოლო ერთი პირი შსს-ს ქონების დაზიანების მუხლით.
დაპირისპირება ველისციხეში
16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.
18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია "უწყვეტ" აქციებს აანონსებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ,მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა
-
"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე "სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
კომენტარები