პირველი ქართული საბანკო ჩეთბოტი, თი ბოტი, The Payment Awards-ის გამარჯვებული გახდა
ფოტო: თიბისი
ყველას, ვისაც თი ბოტის შესახებ სმენია და მისი სიკეთეებით უსარგებლია, კარგად ესმის, თუ რამდენად გამარტივდა საბანკო გადახდები თიბისის მომხმარებლებისთვის. თი ბოტი ინოვაციური პროექტია, რომელიც ორი წელია ქართველ მომხმარებლებს ემსახურება და მათ ცხოვრებას უშუალო კომუნიკაციით ამარტივებს.
ჩვენ უკვე მოგიყევით თი ბოტის შესახებ და მისი შესაძლებლობები დეტალურად გაგაცანით. ახლა კი, თიბისის ინოვაციური პროექტი საქართველოს საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. მართალია, ჯერ კიდევ ახალი პროდუქტია, თუმცა მომხმარებლების ნდობისა და მოწონების მოპოვება უკვე შეძლო.
The Payments Awards-ზე თი ბოტმა საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა და უკან სერიოზული კონკურენტები მოიტოვა.
The Payments Awards ფინანსური სექტორის ინოვაციებისა და მიღწევების კონკურსია, რომელიც ლონდონში იმართება. ინდუსტრიის წამყვანის სპეციალისტები ყოველ წელს კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით აფასებენ.
რითი გამოირჩა თი ბოტი სხვა დანარჩენისგან? - მას უნიკალური უნარი აქვს, რომელმაც როგორც მომხმარებლები, ისე ჟიური მოხიბლა და ამ უნარს თი ტრანსფერი ჰქვია. თი ტრანსფერი თი ბოტის დამატებითი ფუნქციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მესენჯერში მეგობართან საუბრის დროს გადაურიცხოთ მას ფული.
აი, როგორც ამ გიფზეა ნაჩვენები, ისე:
ფოტო: თიბისი
თუ გინდათ, რომ თი ბოტი თქვენი მეგობარიც გახდეს და ძალიან, ძალიან გაგიმარტივოთ ყოველდღიური რუტინული საქმეები, მაშინ გადადით ამ ბმულზე და სანამ პირადად მიწერთ, მასზე მცირე ინფორმაციასაც გაიგებთ.
როგორ იქმნებოდა თი ბოტი?
თი ბოტის შექმნის იდეა თიბისიში ორი წლის წინ დაიბადა, როცა ჩეთ ბოტები სრულიად ახალი ხილი იყო საზოგადოებისთვის და მის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა.
"თიბისი ყოველთვის ცდილობს აჰყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და სწორედ ამიტომ, როცა ჩეთ ბოტები ძალიან აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ინოვაციური პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ გადახდებს შეუმსუბუქებდა", - ამბობს
ასე დაიბადა თი ბოტის ჩონჩხი, ხოლო სულ მალე, მისთვის ხორცის შესხმაც დაიწყეს. სწორედ იმ დროს, როცა თი ბოტი ფურცელზე დაწერილი იდეებიდან რეალურ პროდუქტად იქმნებოდა, ბაზარზე გამოჩნდა კომპანია Pulsar AI, რომელმაც თიბისისთან თანამშრომლობით, პირველი ქართული საბანკო ჩეთ ბოტი შექმნა.
"თი ბოტი არის Pulsar AI-ის პირველი პროექტი. პირველი ვერსია 2017 წლის მარტში გაეშვა ონლაინ, თუმცა დღევანდელი თი ბოტის ცოდნა და ფუნქციონალი მნიშვნელოვნად აღემატება პირველ ვერსიას. თი ბოტის განვითარება და დახვეწა მისი შექმნის პირველი დღიდან განუწყვეტლად მიმდინარეობს, შესაბამისად, კიდევ მრავალი რამ შეემატება მას", - ამბობს დაჩი ჭოლაზე.
დაჩი ჭოლაძე ამბობს, რომ თი ბოტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის, თი ტრანსფერის საერთაშორისო წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
"ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი შექმნილი პლატფორმა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც ასეთი ინოვაციური აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც ასეთი აღიარება მოიპოვა, მაშინ როდესაც ჩეთბოტების გამოყენება მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ასეთ ადრეულ ფაზაშია და ბევრ ისეთ კომპანიას და ქვეყანას არ მიუღია მსგავსი აღიარება", - ამბობს დაჩი, Pulsar AI-ს აღმასრულებელი დირექტორი.
თი ბოტი გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მისი მრავალფუნქციურობითა და დახვეწილი უნარებით აიხსნება. ის ფაქტობრივად ყველა ძირითად სამომხმარებლო სერვისთან მარტივად წვდომის საშუალებას გაძლევთ. ფულის გადარიცხვა გსურთ? - მისწერეთ თი ბოტს. მეგობრისთვის გინდათ ბალანსის შევსება? - მისწერეთ თი ბოტს. ფულის გადახურდავებას აპირებთ და ვალუტის კურსი გაინტერესებთ? - თი ბოტი ამაშიც დაგეხმარებათ. პარასკევია და ფიქრობთ სად გაერთოთ? - თი ბოტს თქვენთვის რჩევების მთელი სია აქვს მომზადებული. კინოში გინდათ წასვლა? - თი ბოტი ბილეთების ყიდვაშიც დაგეხმარებათ.
თიბისისა და Pulsar AI-ს გუნდი ფიქრობს, რომ მათთვის მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. თი ბოტის განვითარდება გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყოს საბანკო სისტემების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას, აჩქარებასა და დაცულობას.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები