თიბისიმ მრავალშვილიან თანამშრომლებს 50-50 ათასი ლარი აჩუქა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ თავის თანამშრომლებს, რომლებსაც ხუთ შვილზე მეტი ჰყავთ, 50-50 ათასი ლარი აჩუქა. საჩუქარი თიბისის ორმა თანამშრომელმა მოულოდნელად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან მიიღო.
თიკას და ანას მეექვსე და მეშვიდე შვილები შეეძინათ და ამის ფონზე თიბისიში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრობდნენ, რა დროსაც ოთახში მუსიკა ჩაირთო. სხვა თანამშრომლები მათ გარშემო შეიკრიბნენ, ამ დროს კი ვახტანგ ბუცხრიკიძე და მამუკა ხაზარაძე შემოვიდნენ ოთახში, რომლებმაც თიკას და ანას 50 000-ლარიანი ჩეკი გადასცეს.
"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამ საჩუქრის მიღება", - ამბობს თიკა დემეტრაშვილი. "ყოველთვის ვამბობდი, რომ თიბისი ნამდვილი ოჯახი იყო, რომელშიც ყოველი წუხილი თუ სიხარული საერთოა", - დაამატა მან.
თიკამ მეშვიდე შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა და მას რუსუდანი დაარქვა. ამბობს, რომ ოჯახში მატება მისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია, მითუმეტეს, რომ კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს დიდ შეღავათებს სთავაზობს. მას არასდროს ჰქონია დეკრეტული შვებულების აღების პრობლემა, თუმცა სრულ ვადას თითქმის არ იყენებს.
"თიბისის საუკეთესო დამოკიდებულება აქვს თავის თანამშრომლებთან, რომლებსაც მრავალი შვილი ჰყავთ. სამსახურში განსხვავებული გრაფიკი გვაქვს, დაგვიანება გვეპატიება და ადრე წასვლის საშუალებასაც გვაძლევენ. დეკრეტში რომ გავდივარ, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დავბრუნდები, რადგან აქ მეორე ოჯახი მელოდება", - გვითხრა თიკამ.
ზუსტად არ იცის რაში დახარჯავს საჩუქრად მიღებულ 50 000 ლარს, მაგრამ ამბობს, რომ შვიდი შვილის პირობებში თანხის განაწილება არ გაუჭირდება.
"იცით, როცა შვიდი შვილი გყავს, გაცილებით მარტივია ასეთი თანხის განაწილება", - ამბობს შვიდი შვილის დედა On.ge-სთან საუბარში.
ანა შარაშენიძე უკვე ცამეტი წელია თიბისის თანამშრომელია და კომპანიისგან უკვე მეორედ მიიღო მსგავსი საჩუქარი. პირველად, როდესაც მას მეხუთე შვილი ეყოლა, თიბისიმ მრავალშვილიან დედას 10 000 ლარი აჩუქა, ახლა კი მეექვსე შვილის დაბადების აღსანიშნავად 50 000 ლარით დააჯილდოვა.
"არ ველოდები, რომ ასეთ სიურპრიზს გვიმზადებდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კომპანიას ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა დღესასწაულმა, რომელიც ჩვენს ოფისში მოეწყო, ძალიან გამახარა", - აღნიშნავს ანა შარაშენიძე.
მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება თიბისის ტრადიციის ნაწილია, რომელსაც კომპანია რამდენიმე წელია ერთგულად მისდევს. თანამშრომლები, რომლებსაც ოთხი შვილი ჰყავთ, 10 000 ლარით ჯილდოვდებიან, ხოლო ხუთ და მეტ შვილიან ოჯახებს კი საჩუქრად 50 000 ლარი გადაეცემათ.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები