ISFED: ბედუკაძის პარტიის რეკლამის შინაარსი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) იურისტი ნინო რიჟამაძე On.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 14 აგვისტოს ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ იმ დარღვევისთვის, რომელსაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს.
საქმე ეხება ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ცენტრისტების წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა და ასევე განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში.
იურისტი განმარტავს, რომ დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. იგი კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას ისეთი რეკლამების გამოყენებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოწოდებულია არსებული პოლიტიკური წესწყობილების დამხობისკენ და ლახავს მის სუვერენიტეტს:
"პარტიამ ჩაიდინა ეს კონკრეტული სამართალდარღვევა. მისი რეკლამის შინაარსი პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაში ცესკომ უნდა იმსჯელოს და დაავალოს პარტიას ამოიღოს მისი სარეკლამო რგოლი საჯარო სივრციდან და დაჯარიმდეს 2000 ლარის ოდენობით".
მისივე თქმით, კოდექსის ეს ნაწილი სავალდებულო პირობას უყენებს პარტიებს, ვიდრე ისინი წინასაარჩევნო რეკლამებს გამოაქვეყნებენ.
სამართლიანი არჩევნების იურისტი მაუწყებლის როლის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსით მაუწყებელმა თანაბრად, არადისკრიმინაციულად უნდა გაუშვას თავის ეთერში ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პარტიების წინასაარჩევნო რეკლამა.
"მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს უფლება შეამოწმოს ამ პოლიტიკური რეკლამის შინაარსი."
"მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს", - წერია მაუწყებლის შესახებ კანონში.
13 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძე საარჩევნო რეკლამა გავრცელდა. პარტიის დაპირებებია: რუსული პენსია - 400 ლარი, მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს და დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს, რომ ისინი ემიჯნებიან მაუწყებლის ეთერით გასულ რუსულ პროპაგანდას და მზად არიან საკუთარი ხელფასიდან გადაიხადონ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ანტიეროვნული კლიპის არ გაშვების სანაცვლოდ.
ცენტრისტების უფასო საარჩევნო რეკლამასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისია 15 აგვისტოს გააკეთებს განცხადებას.
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
კომენტარები