მეზვრიშვილი: ნარკოდანაშაულთან მკაცრ ბრძოლას ვაგრძელებთ, ლიბერალური მიდგომები მხოლოდ მომხმარებლებთან
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ უწყება ნარკოდანაშაულთან მკაცრ ბრძოლას აგრძელებს ნარკოტიკების რეალიზების ნაწილში და ლიბერალური მიდგომების დანერგვა მხოლოდ მომხმარებლებისადმი არაპროპორციული სასჯელის პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს.
"ბოლო დღეებში იყო მსჯელობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არათანმიმდევრულია, თითქოს ერთი მხრივ სამინისტრო კლუბებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო მეორე მხრივ მხარს უჭერს დათესვა/მოყვანას - ჩვენ გვიყურებს ათასობით პოლიციელი, რომელმაც იცის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა არ შეცვლილა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი ადასტურებს უწყების თანამიმდევრულობას. მისივე თქმით, ბოლო ერთ წელში მარიხუანის მოხმარებისა და მცირე ოდენობის კულტივაციისთის, ან შეძენა-შენახვისთვის არავინ დაუკავებიათ. თუმცა, 100-მდე პირი დააკავეს რეალიზების ბრალდებით.
"ჩვენ ვებრძვით ნარკოდანაშაულს და ასეთი პოლიტიკა გრძელდება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კულტივაციის რეგულირებისთვის ახალი კანონპროექტი შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.
უწყებამ მარიხუანის მოხმარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იმის შემდეგ დაიწყო, რაც 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დააანონსა.
გუშინ, 15 სექტემბერს სასულიერო პირებმა თავისუფლების მოედანზე აქცია გამართეს და კანონპროექტი გააპროტესტეს. დღეს, 16 სექტემბერს კი სამების ტაძარში იკრიბებიან, სადაც პატრიარქი იქადაგებს.
გაიგეთ მეტი:
- რას გულისხმობს მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტი
- კანაფის კონტროლის სააგენტო ვალდებული იქნება "ნარკომანიის გავრცელების პრევენციაზე" იმუშავოს
- სუნის გაფრქვევის აკრძალვა და ექსპორტი დაცვასთან ერთად — რა წერია კანაფის კონტროლის კანონში
- მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ — კანონპროექტი
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები