ახალზელანდიურმა კომპანიამ 4-დღიანი სამუშაო კვირა სცადა - ახალი მოდელი წარმატებული აღმოჩნდა
თანამშრომლები იმავე ხელფასზე ერთი დღით ნაკლებს მუშაობდნენ
ფოტო: Katie Rogina
ახალ ზელანდიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ტრადიციული სამუშაო კვირა 4 დღემდე შეამცირა, ანუ დასაქმებულები კვირაში 2-ის ნაცვლად სამი დღე ისვენებდნენ. ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კომპანია აპირებს, მუშაობა ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც ამ რეჟიმით გააგრძელოს.
ვარაუდი, რომ სამუშაო საათების შემცირება თანამშრომლების ცხოვრების ხარისხს მყისიერად აუმჯობესებს, აქამდეც არსებობდა, თუმცა ეს კვლევა იმით იყო გამორჩეული, რომ თანამშრომლებს გაცდენილი დღის მიუხედავად, მე-5 დღის ხელფასი მაინც ერიცხებოდათ.
ტრადიციული მიდგომებით, შესაძლოა, ეს მოსაზრება აბსურდად ჩავთვალოთ, თუმცა კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ეს ერთი შეხედვით სარისკო გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული გამოდგა.
თანამშრომლების ცხოვრების ხარისხი ექსპერიმენტის მსვლელობის დროს 25 პროცენტით გაუმჯობესდა.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კომპანიის თანამშრომლების სტრესის და დაძაბულობის დონეები განსაზღვრეს და აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტის მსვლელობის განმავლობაში სტრესის დონე 7%-ით შემცირდა, თანამშრომლების ჩართულობა სამსახურეობრივ ცხოვრებაში კი 20%-ით გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ეს შედეგები მოულოდნელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ რომ თანამშრომლები ერთი დღის გაცდენის მიუხედავად მაინც სრულ ხელფასს იღებდნენ, მაგრამ განსაცვიფრებელი ისაა, რომ კომპანიის შედეგები ოდნავაც არ გაუარესებულა. კომპანიის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ექსპერიმენტის დროს მათი მოგება არ შემცირებულა.
კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ისინი შესაძლოა მუშაობის ახალ რეჟიმზე პერმანენტულად გადაერთონ. გასათვალისწინებელია ისიც, როგორი იქნება ამ მოდელის შედეგები ხანგრძლივ პერიოდში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, გონივრულია სამუშაო დღეების შემცირება?
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები