გოცირიძე: კანდიდატების უმრავლესობა პროკურორის შერჩევის დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის
ფოტო: On.ge / სალომე ჩადუნელი
პარტია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესს აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ხელისუფების მხრიდან იყო დაპირება, რომ ისინი მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგენდნენ პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატურას, თუმცა პირიქით მოხდა.
"აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად გრძელდება მავნე პრაქტიკა, მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემი პროგნოზი ახდება და ამ თანამდებობაზე ვიხილავთ რომელიმე ყოფილს. ყოფილები რას ნიშნავთ იცით. თანამდებობას ყოველთვის იკავებენ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის სამსახურში იყვნენ: ყოფილი ექიმი, ყოფილი მცველი, ყოფილი ბანკირები და ახლა ამ კანდიდატურებში ვიხილეთ ყოფილი ადვოკატი", - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ეს ერთი მხრივ კომიკური და საშიში ტენდენციაა, რომელიც უნდა დასრულდეს.
"სად არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი ამ სიაში? ათამდე ადამიანიდან 9 სიაში ანტურაჟის შესაქმნელადაა. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ადამიანები ამ სიაში მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებით ფონს ქმნიან. განა მათ არ იციან, ვინ იქნება მთავარი პროკურორი? განა არ იციან, რომ პროკურორის შერჩევის დემოკრატიულობის ილუზიას ქმნიან?", - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, დღეს თანამდებობის პირებს ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებითა და შავ-ბნელი საქმეების გაკეთების შესაძლებლობით ირჩევენ.
"ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია ყველა შავ სიაში შეიყვანეთ ეს სია გაგრძელდება და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება მალე ვნახავთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე განაცხადების მიღება საპროკურორო საბჭოს გვერდზე 4 ივლისს სრულდება.
დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი:
- პაატა შავაძე;
- ზურაბ ჯორბენაძე;
- გია ბერძენიძე;
- ნანა რევაზიშვილი;
- თამარ კერესელიძე;
- გრიგოლ გაგნიძე;
- იოსებ ბაჩიაშვილი;
- მაია ცაცანაშვილი;
- ჯემალ გახოკიძე;
- გიორგი შაშიაშვილი;
- ნინო გოგნიაშვილი;
- ედიშერ ფუტკარაძე;
- შალვა თადუმაძე;
- ირაკლი ნადარეიშვილი;
- შალვა შავგულიძე;
- ნონა ფილაური;
- ალექსანდრე კობაიძე;
- ლენა კაპანაძე;
- კოტე ჭილაია;
- ლევან ძნელაძე.
კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
კომენტარები