ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილის დაზიანების გამო, დაიტბორა საცხოვრებლის სარდაფი და პირველი სართული. წყალი სამ საცხოვრებელ სახლში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

როგორც On.ge-ს GWP-ში განუცხადეს, ეს შიდა ქსელური დაზიანება იყო.

"ერთ-ერთ ოჯახს გამოძახებული ჰყავდა კერძო ხელოსანი, რომელმაც მათ სარდაფში დააზიანა მილი. ეს ჩვენი პრეროგატივა არ იყო, უბრალოდ მივედით და ცენტრალური მილი გადავკეტეთ", - განაცხადეს GWP-ში.