გაინტერესებთ, რას დაწერდნენ წინა საუკუნის უდიდესი ქართველები, Facebook რომ ჰქონოდათ?
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან წელს 100 წელი გავა, შესაბამისად, წელს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ გარემოებებისა თუ ისტორიული პირობების ცოდნა, რომელთა ფონზეც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
თუ Facebook-ზე სიახლეების ველში მარო მაყაშვილის მიერ დამატებული Life Event (მნიშვნელოვანი მოვლენა) ან ნოე ჟორდანიას მიერ დაწერილი პოლიტიკური ანალიზი შეგხვდათ, არ იფიქროთ, რომ მოგეჩვენათ. გასული საუკუნის ისტორიის გმირები ციფრული ფორმით დაგვიბრუნდნენ, რათა შეგვახსენონ, რა არის საქართველოსთვის მთავარი.
გაინტერესებთ, რას წერს ივანე ჯავახიშვილი სასწავლებლის დაარსებაზე ან როგორ ეძებს შროდერის როიალს ზაქარია ფალიაშვილი? მაშინ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდებს ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი.
ფეისბუქზე გაცოცხლებული მთავარი პერსონაჟები: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კვინიტაძე, აკაკი ჩხენკელი, მარო მაყაშვილი, ქრისტინე შარაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, სანდრო ახმეტელი და ივანე ჯავახიშვილი თავიანთ და ქვეყნის 100 წლის წინანდელ ისტორიას ისე გვიზიარებენ, როგორც ჩვენ და ჩვენი მეგობრებს გვჩვევია. ისინი Facebook-ის რიგითი მომხმარებლებივით დარდობენ ქვეყნის ბედზე და გამოხატავენ სიყვარულს, სიხარულს, აღშფოთებასა თუ წუხილს.
გაცოცხლებული ისტორია დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ისტორიული პერსონაჟების სოციალურ ქსელში გაცოცხლების იდეა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ხოლო იდეის განვითარებასა და განხორციელებაზე ლივინგსტონი მუშაობს. კამპანიის კონტენტის მოძიებასა და დამუშავებაშუ ისტორიკოს-მკვლევარებიც იყვნენ ჩართულები. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ჯაბა სამუშია, დოდო ჭუმბურიძე, გიორგი კალანდია და ლევან თაქთაქიშვილი. კამპანიაში გამოყენებული მასალა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ არქივს, ეროვნულ მუზეუმს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, ხელნაწერთა მუზეუმს და ლიტერატურის მუზეუმს.
ჩვენი წარსულის ისტორიის მთავარი გმირების Facebook-ზე დაბრუნება 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ციფრული კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგეგმება ვებგვერდის შექმნაც, რომელიც თავს მოუყრის ისტორიულ ფოტოებს, მნიშვნელოვან თარიღებსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის უმნიშვნელოვანესი ადამიანების ბიოგრაფიებს.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები