პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის სლოტკლუბ ვეგაში დაცვის თანამშრომლებმა, შელაპარაკების დროს, კლიენტს სახისა და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს. დაშავებული კომაშია.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სასმართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება უკვე ითხოვეს. სლოტკლუბის დაცვის თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წაეყენათ. ამ მუხლით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.