რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფორმანის მეუღლის მარტინას თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.

მილოშ ფორმანი დაიბადა 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ჩასლავში. მსოფლიო აღიარება ფილმ შავი ძაღლის გადაღების შემდეგ მოიპოვა, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.

1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც გადაიღო ფილმი:თმები, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. ამ უკანასკნელმა ოსკარის ხუთი ჯილდო დაიმსახურა.

ფორმანის ფილმოგრაფიას ეკუთვნის ფილმები: ამადეუსი, ვალმორი, ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ.