ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და 12 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების თანახმად, 2017 წლის აგვისტოში, მსჯავრდებულმა უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოყვანა პირი, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, აიძულებდა პროსტიტუციაში ჩაბმას.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

2017 წლის 31 ოქტომბერს მას ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით), აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.