7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
ფოტო: Suthisa / Shutterstock
წინა სტატიის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და შესაბამისად, მოვიდა დრო, რომ შემდეგ შვიდ ფაზაზე ვისაუბროთ. ერთ თვიანი პაუზა ზუსტადაც რომ ინტროვერტული მოვლენაა და მთელს ამ ეპოპეაში ძალიან კარგად ჯდება.
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება.
ფოტო: giphy
ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები.
ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება.
მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე.
I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი
დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე.
როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და:
- იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება
- ფილტვებს უჩნდება ბზარები
- სისხლი პანიკაშია
- თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს
- სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი
- მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ
- ხელები და ფეხები გვიბუჟდება
- ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს
მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა.
ფოტო: giphy
გადავრჩით!
შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს.
ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით.
II ფაზა: შროდინგერის გოგო
დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე
ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ.
ფოტო: giphy
ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ:
- ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით
- ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ
- კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ
- მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს
- ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით
- იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით
- მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით
- თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ
და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.
III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა
დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი
უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა.
ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები?
ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას.
ფოტო: giphy
ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები:
- "კაი, შეჩემა არაუშავს!"
- "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!"
- "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?"
- "კაი, ნუ იქნება"
- "ჰოდა, ეგრე!"
IV ფაზა: მოუთმენლობა
დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი
ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება.
ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით.
ფოტო: giphy
მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული!
ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება.
რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას:
- უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე
- ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი
- დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან
- შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს
ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე.
V ფაზა: ნარცისიზმი
დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი
ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს.
ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის.
კიდევ არ უნახავს.
ფოტო: giphy
არ უნახავს და ნუ უნახავს!
არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე.
ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით:
- "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?"
- "ვისზე ნაკლები ვარ?"
- "არ უნდა და იყოს მასე"
- "აქეთ მომწეროს, რა!"
- "აი, რა ვერ ნახა?"
და ა.შ.
ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს:
"აცადე!"
VI ფაზა: ისტერიკა
დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი
მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში.
ფოტო: giphy
- რატო ღმერთო?
- რა მინდოდა?
- რატომ მივწერე?
- ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე?
- რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია!
- ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში!
- ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს!
- ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს!
- ნეტა მოვკვდე!
VII ფაზა: ეჰ!
მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება.
ფოტო: giphy
სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა.
ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი.
ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით.
და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა!
შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
მანამდე ნახეთ:
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა

კომენტარები