რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.წ. აზოტის ქარხნის მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილა და ქარხანას დაავალა გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღადგინოს. ამის შესახებ On.ge-ს პროფესიული კავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განუცხადა.

2016 წლის ნოემბერში აზოტის ქარხნიდან 350 მუშა გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო დავა პროფკავშირების დახმარებით, 56-მა მათგანმა დაიწყო.

"მუშების განთავისუფლება ჩაითვალა უკანონოდ და სამუშაოზე აღდგენის პარალელურად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება მუშებს კომპენსაცა გადაუხადოს", - ამბობს ილია ლეჟავა.

გაიგეთ მეტი: