18 მოვლენა ვლადიმერ პუტინის 18-წლიანი მმართველობიდან
7 მაისს ზუსტად თვრამეტი წელი გახდება მას შემდეგ, რაც 2000 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს. დღეს, 18 მარტს კი, ის გეგმავს რომ პრეზიდენტობის მეოთხე ვადას შეუდგეს და მმართველობა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივოს.
გთავაზობთ ვლადიმერ პუტინის 18-წლიანი მმართველობიდან თვრამეტ მნიშვნელოვან მოვლენას
2000 წლის 26 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 52,94 პროცენტი დააგროვა. მოვალეობის შესრულებას 7 მაისს შეუდგა. მანამდე, რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდეტნი, ბორის ელცინი 1999 წლის 31 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა და არჩევნებამდე პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ვლადიმერ პუტინი ფიცის დადებისას, 7 მაისი 2000 წელი
ფოტო: RIA Novosti
ამავე წელს 23-26 ოქტომბერს, ჩეჩენმა ტერორისტებმა, მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით, დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში მიუზიკლის "ნორდ ოსტის" მაყურებელი, 916 ადამიანი, მძევლად აიყვანეს. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვდნენ. შტურმის დროს, სამართალდამცავებმა 40-ვე ტერორისტი მოკლეს, თუმცა ამის გარდა, 130 მძევალი დაიღუპა (ზოგიერთი ინფორმაციით 174).
2003 ოქტომბერში ნავთობკომპანია იუკოსის თანამესაკუთრე და ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს. ის პუტინის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა. იმ დროისთვის ხოდორკოვსკის ქონება 15 მილიარდი დოლარი იყო. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ის შეიწყალა.
მიხეილ ხოდორკოვსკი
ფოტო: Getty Images
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა მიიღო ხმების 71,31 პროცენტი და პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ბესლანში ტერორისტებმა 2004 წლის პირველ სექტემბერს სკოლაში შეიჭრნენ და მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სულ 1128 ადამიანი, მძევლად აიყვანეს. ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 333 ადამიანი, მათგან 186 მოსწავლე.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი და კრემლის პოლიტიკის ღია კრიტიკოსი, ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში პოლონიუმ-210-ის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. 2000 წელს რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადასახლდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. ის ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებითა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
ანა პოლიტკოვსკაია
ფოტო: AP
2008 წელს მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პუტინის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი მედვდევმა. ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დასჯერდა.
დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი, 2008 წელი
2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის იყო შეტაკება. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი გაიზარდა, ხოლო რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
2012 წელს ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის სავარძელს მესამედ უბრუნდება. დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკევს ხულიგნობის ბრალდებით Pussy Riot-ის სამი წევრი. მათ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
დეკემბერში აშშ-მა მაგნიტსკის სია შეიმუშავა და ეკონომიკური სანქციები დაუწესა ყველა იმ პირს, რომელიც რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან არის კავშირში.
2014 წლის თებერვალ-მაისში რუსეთის ჯარებმა ყირიმი დაიკავა და რუსეთთან შეერთების შესახე უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა. მას შემდეგ ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული. ივლისში რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
2015 წლის თებერვალში მოსკოვში მოკლეს აქტივისტი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის, ნემცოვი.
სექტემბრის თევში რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმები დაიწყო. რუსეთის თქმით, მათი მიზანი ტერორისტული დაჯგუფეფები იყო, თუმცა ოპოზიციური ძალები და დასავლეთი ამბობდა, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტს, ბაშარა ალ ასადის მხარდამჭერია.
2017 წლის აპრილში სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურში ტერორისტული აქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ივლის-სექტემბერში რუსეთმა აშშ-ს დიპლომატების რიცხვის, თითქმის განახევრება მოსთხოვა. ამას მოჰყვა აშშ-ის ახალი სანქციები, რუსი დიპლომატების შემცირების მოთხოვნა და სან-ფრანცისკოში საკოსნულოს დახურვა.
დეკემბერში დოპინგის სკანდალის გამო, ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის ზამთრის ოლიპმიადაში რუსეთს მონაწილეობა აეკრძალა. თამაშებზე მხოლოდ რამდენიმე რუსმა სპორტსმენმა ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზა.
2018 წლის 4 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი, იულია მოწამლეს. ბრიტანეთი სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთთან დიპლომატიური დიალოგი შეწყვიტა. ლონდონის საპასუხოდ, რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევეს.
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის? ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის?
-
მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე

კომენტარები