როგორ გახდა რუსი სტუდენტების ჰომოეროტიკული ცეკვა სოლიდარობის სიმბოლო
რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის ულიანოვსკის ინსტიტუტის პირველი კურსის კადეტებმა პაროდიული ვიდეო გადაიღეს, რაც რუსეთში ყველაზე განხილვადი თემა გახდა. ესაა ისტორია სპონტანური სოლიდარობის, თვითორგანიზებისა და, შესაძლოა, თავისუფლების ტრიუმფის.
Satisfaction-ის ორიგინალი ვიდეო 2002 წელს გამოვიდა. კლიპი, თავის მხრივ, პაროდიულია: აშარჟებს მუსიკალურ კლიპებს, ეროტიკასა და რეკლამას. მასში რამდენიმე ახალგაზრდა, სექსუალური ქალი ბურღით, ხერხითა თუ უროთი მუშაობს და პოზირებს, თითქოს Victoria’s Secret-ის კატალოგისთვის იღებდნენ. კადეტების ვიდეოში მხოლოდ ბიჭები ფიგურირებენ, ჩანს კარგად გამთბარი სტუდენტური საცხოვრებლის ინტერიერი და ნივთები, რომლებიც იქ მოიპოვებოდა: ცოცხი, უთო, მინის საწმენდი სითხე. თუმცა, ვიდეოს ყველაზე მიმზიდველი ატრიბუტი საცვლების ამარა მოცეკვავე რუსი სტუდენტების შიშველი სხეულებია.
როგორ ჩანს, კადეტებს ვიდეოს გასაჯაროვება განზრახული არ ჰქონდათ, თუმცა იანვრის შუა რიცხვებში კლიპი ინტერნეტში გავრცელდა. საჰაერო ტრანსპორტის სამინისტრომ სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, რომელსაც "აღმაშფოთებელი ინციდენტის მიზეზები და გარემოებები უნდა მოეკვლია." პროკურატურამ საკუთარი გამოძიება წამოიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა და განაცხადა, რომ არც ერთი კანონი არ დარღვეულა. საჰაერო ტრანსპორტის აკადემიის ხელმძღვანელმა საჯაროდ შეადარა კადეტები Pussy Riot-ს, საპროტესტო ჯგუფს, რომლის წევრებსაც ეკლესიაში ცეკვის მცდელობის გამო 2 წლით დააკავეს. ადგილობრივმა გუბერნატორმა კადეტების დასჯა და აკადემიიდან გარიცხვა მოითხოვა.
კლიპი მთავარი თემა იყო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტოქ-შოუებისთვისაც. "მე ვხედავ ჰომოსექსუალობის ნათელ გამოხატულებას", - უთხრა ერთ-ერთ რეპორტიორს ქალმა, რომელიც საკუთარ თავს სექსოლოგად მოიხსენიებდა. "ეს პროვოკაციაა", - განაცხადა მისმა დამ, რომელიც აუდიტორიის წინაშე ასევე სექსოლოგის სტატუსით წარსდგა.
რუსული ინტერნეტი კი ჰეშთეგით #Satisfaction საჰაერო ტრანსპორტის კადეტების მხარდამჭერ კლიპებში ჩაიძირა. (დაჟინებით გირჩევთ უყუროთ ყველა ვიდეოს.) ვიდეოები გადაიღეს სამშენებლო, აგრარული სასწავლებლების სტუდენტებმა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა. შემდეგ იყვნენ მეჯინიბეები, თეატრალური დასი, სანიტარები, რუსეთის ბიატლონის ქალთა გუნდის წევრები. უკრაინულმა მოცურევეებმა საკუთარი კლიპი წყალქვეშ გადაიღეს. კიდევ ერთმა ჯგუფმა - გარეთ, თოვლში.
ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ვიდეო ქვეყნდება. კლიპების ერთმანეთისგან განსხვავებულობა კი ამტკიცებს, რომ რუსეთი სულაც არაა ისეთი კონსერვატიული, როგორც კრემლს სურს წარმოაჩინოს. სოციოლოგებმა ეს დიდი ხანია იციან: მაშინ, როცა პუტინი რუსეთს "ტრადიციების დამცველი ცივილიზაციის ცენტრად" წარმოაჩენდა, დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებდა, რომ, მაგალითად, რუსების უმრავლესობა აბორტის უფლებას უჭერს მხარს და რომ ღალატის მიმართ ძალიან ტოლერანტულნი არიან.
ამავე დროს, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა იდენტიფიცირდება როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და ხშირად ჰომოფობიურ განწყობებს ავლენს. ეკლესია და ქვიარებზე ნადირობა კი კრემლის იდეოლოგიის ორი უდიდესი საყრდენია. ხელისუფლება გამუდმებით ახსენებს მოსახლეობას, რა მოსაზრებები უნდა გამოთქვან ამ საკითხებზე.
ეს ვიდეოები თამამი და ვულგარული გამოხატულებაა პროტესტისა, რომელიც რუსეთის ოფიციალური და ძალიან პოლიტიზებული ჰომოფობიიდან გამომდინარეობს. კლიპები ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ჰორიზონტალური კომუნიკაციის დამყარება, მიუხედავად კრემლის ძალაუფლებისა, ზოგადი პროტესტის გამოხატვასა თუ "ჰომოსექსუალობის პროპაგანდაზე" დაწესებული ჯარიმებისა. თითოეული კლიპი ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდების სოლიდარობის გამოხატულებაა, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ თვითორგანიზებისა და ერთად მოქმედების უნარი. უნარი, რომელიც თითქოს გამქრალი იყო. ვიდეოების უმრავლეოსობას საერთო დადგმა, ქორეოგრაფია და რისკი აერთიანებთ. კულმინაცია კი ის სცენაა, სადაც ათობით ახალგაზრდა ბიჭი ერთად ცეკვავს სამრეცხაოში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა თუ წყალქვეშ.
ახალი ვიდეოების გამოჩენასთან ერთად, მათში სექსუალურობა იკარგება და უფრო კომიკური შინაარსი ძლიერდება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ბოლო სცენა მკვეთრად ჰომოეროტიკულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც არა მხოლოდ ღრმად ჰომოფობიურია, არამედ ანტი-გეი კამპანიას უდგას სათავეში. როგორ ჩანს, როცა საქმე ხელისუფლებასთან დაპირისპირებას შეეხება, ჰომოეროტიკული ქცევის თამამად გამოხატვა ეფექტიანი იარაღია.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები