ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი, გიორგი ფუტკარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, "ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში" და მოუწოდებს "კოლეგებს, ბიზნესასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო".
გიორგი ფუტკარაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც იცით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ სხვა უამრავ კანონთან ერთად, 2026 წლის 4 მარტს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა, ამჯერად უკვე მეწარმე სუბიექტების მისამართით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 153¹³-ე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსს — 355³-ე მუხლი.
აღნიშნული ცვლილებები, თავად ავტორთა განმარტებით, გულისხმობს მეწარმე იურიდიული პირისთვის საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელების აკრძალვას, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად, ანდა საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარებისა და შეცვლისკენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია როგორც დიდი ოდენობით ფინანსური სანქციები, ისე კომპანიის ლიკვიდაცია და მეწარმის პატიმრობა.
მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იგი უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად.
საკანონმდებლო ცვლილებების ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი, ბუნდოვანება და ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შეუზღუდავ ბერკეტს, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის მიმართ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და იმოქმედოს შერჩევითად, საკუთარი შეხედულებისამებრ, ანგარიშსწორების მიზნით. ეს ყოველივე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, ისე მკვეთრად გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს.
სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო და მოვითხოვო მათი გაუქმება.
ცხადია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, მე არ ვაპირებ მივმართო თვითცენზურას. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ.
ამ პროცესში ჩემ გვერდით არიან თავისუფალი ბიზნესის ასოციაცია (Free Business Association) და ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი. ამავდროულად, მოვუწოდებ კოლეგებს, ბიზნესასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო, რადგან თავისუფალი მოქალაქე და თავისუფალი ბიზნესი არის თავისუფალი სახელმწიფოს საძირკველი!
უფრო დაწვრილებით აღნიშნულ სარჩელზე ვისაუბრებთ ხვალ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 12:00 საათზე", — წერია გავრცელებულ წერილში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები