რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხად, რომ უწყებაში ახალი სამმართველო, რომლის ფუნქციაც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კომუნიკაციებისა და აგრესიის გაკონტროლება და მასზე სამართლებრივი რეაგირება იქნება, პირველი ივნისიდან ამოქმედდება:
"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება. მთავარია აღინიშნოს, რომ ეს სამმართველო იმუშავებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე წლებია მოქმედებს საქართველოში.
ის გამოავლენს თითოეულ იმ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, სადაც ხდება კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში, შესაბამისად, ისინი პროაქტიულად დაამონიტორინგებენ ასეთ შემთხვევებს და მიმართავენ სასამართლოს, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მოხდეს მსჯელობა", — განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წარმოების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სახდელები, მათ შორის, ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა. სასამართლოს ასევე შეუძლია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შენიშვნით შემოიფარგლოს, რაც პრევენციული ხასიათის იქნება.
"ეს იქცა ყოველდღიურობად, არაერთი პოსტის კომენტარებში შევხვდებით უაზრო და უსაგნო ლანძღვა-გინებას, რომელიც ბევრი ადამიანის ღირსებას ლახავს. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება კონსტიტუციით და ჩვენი კანონმდებლობით, რომ დაიცვას ამ ადამიანების ღირსება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სახდელები, როგორც ფულადი სახდელები, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული პატიმრობაც კი არის განსაზღვრული. თუმცა, ამავე დროს, სასამართლოს შეუძლია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, თუ არის შემამსუბუქებელი გარემოება და ა.შ. გამოიყენოს შენიშვნა, რაც იქნება პრევენციული ხასიათის, რომ შემდგომში ადამიანმა ასეთი ქმედება არ გაიმეოროს. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტებით, რაც ევროპულ სასამართლოს აქვს დადგენილი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტით და კრიტერიუმებით, რასაც ამბობს კანონი, ეს არის: ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ამის შემდეგ უნდა იყოს სუბიექტი, ვისაც მიმემართება ეს ლანძღვა-გინება და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ეს მიზნად ისახავდა რაიმე ღირებული კრიტიკის განხორციელებას თუ უბრალოდ იყო ვულგარული და უხამსი გამონათქვამები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ამბობს სტრასბურგი, რომ კონტექსტში უნდა შეფასდეს, რა გარემოებაში იქნა ნათქვამი და რა მიზანი ჰქონდა მას.
მაგალითად: მილაძის საქმე, რომელიც საია-მ წაიღო და სტრასბურგს მიმართა, ეს თავიდან ბოლომდე შეისწავლა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც სასამართლო პრაქტიკა, ასევე ის საკანონმდებლო ბაზა, რაც საქართველოს გააჩნია. სავსებით და სრულად თავსებადად ჩათვალა ის პროცესები, რაც საქართველოში ვითარდება და დარღვევა ვერ ნახა ამ პროცესში. პირიქით, თქვა, რომ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება იმ მსჯელობის სტანდარტს და იმ მოთხოვნებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სასამართლო პრაქტიკით არის დადგენილი", — განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, "სიძულვილის ენის" შეფასებისას მთავარი პრინციპი არის ის, რომ გამონათქვამი, პოსტი, მიმი თუ კომენტარი, არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების შემლახველი, ხოლო რა ლახავს ადამიანის ღირსებას და როგორი ტიპის გამონათქვამი, ეს უკვე ინდივიდუალურად იქნება განხილული.
"კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება თავად ამ გამონათქვამის მიმართება ადამიანის ღირსებასთან, ფასდება სივრცე, სად, რა კონტექსტში იქნა ნათქვამი და რამდენად ლახავს ადამიანის ღირსებას, ეს ფაქტორები ფასდება. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა განიხილოს სასამართლომ და სასამართლომ ინდივიდუალურად ყველა შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტის არის თუ არა აქ გამოხატვის თავისუფლება, თუ ეს უკვე გაცდა იმ ფარგლებს, რაც კანონით არის განსაზღვრული.
შესაბამისად, აქ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და არც იქნება სწორი. შესაბამისად, თავად აზრის ავტორს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მან საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს და დაასაბუთოს, რომ მათი მოსაზრება იყო კონკრეტული გამონათქვამი, აზრის დაფიქსირება და გამოხატვის თავისუფლება. მეორე მხრივ, პოლიცია იქნება ეს თუ სამინისტროს წარმომადგენელი, დაასაბუთებს თუ რატომ შეილახა კონკრეტული ადამიანის ღირსება.
კონკრეტული ზღვარი, ზუსტი განმარტება და დეფინიცია სიძულვილის ენის, თავად სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს გაკეთებული. პრინციპი, რაც დაცული უნდა იყოს არის ის, რომ არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მაგრამ რა ლახავს ადამიანის ღირსებას, როგორი ტიპის გამონათქვამი, რა შემთხვევაშია ეს ნათქვამი და ა.შ. ეს უნდა იქნეს ინდივიდუალურად შეფასებული და გაზომილი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით", — განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები