ანდრია ჯაღმაიძე: მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია
ფოტო: IPN
"იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მიუხედავად ამისა, სინოდი იყო ერთსულოვანი, რომ არჩევნები იქნება სანიმუშო", — ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ მას შემდეგ გააკეთა რაც ცნობილი გახდა, რომ გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
მისივე თქმით, "მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია".
"საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მომხდარ დაპირისპირებებს, სინოდში ასეთი რამ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მიუხედავად ამისა, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი, ღირსეულად ტარდებოდა სინოდი იქნებოდა თუ სხვა პროცესიები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი მათი სულისკვეთება, ხოლო დანარჩენი მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია", — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება სამიდან ერთ-ერთი პატრიარქობის კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტ იობის დიპლომის დაკარგვის ფაქტს, დეკანოზმა განაცხადა, რომ "ზედმეტი აჟიოტაჟი იყო".
"დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები და ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდებს", — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მას ჟურნალისტებმა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც დაუსვეს კითხვა. რომელმაც 6 მაისს "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. "ენდემოსას სინოდი" არსებობს.
"სრულიად არაკორექტული იყო მსგავსი აზრები გავრცელება რადგან საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არც ერთი ნაბიჯი, არც ერთ განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება", — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას ისიც თქვა, რომ "მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად". მისივე თქმით, "ამ ადამიანმა [მეუფე შიომ] დაანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლით უამრავ რაღაცაში".
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
-
ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა
გადახედვა
-
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
გადახედვა
-
"მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე "მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე
გადახედვა
კომენტარები