The Bear-მა ფინალურ სეზონამდე მოულოდნელი ეპიზოდი გამოუშვა
ფოტო: FX
ორიოდე წლის წინ The Bear-ის მოულოდნელი ეპიზოდი წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნებოდა. კრისტოფერ სთორერის მიერ შექმნილი ჩიკაგოს რესტორნის შესახებ გადაღებული სტრესული და მძაფრი კომედიური დრამა ეკრანებზე გამოჩენისთანავე ნამდვილ ჰიტად იქცა. ის არაფერს ჰგავდა და ყველა მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა. სერიალის პირველმა სეზონმა 10 ემი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში. მეორე სეზონმა 11 ემი დაიმსახურა, თუმცა მესამე სეზონი, 13 ნომინაციის მიუხედავად, ჯილდოს გარეშე დარჩა. The Bear-ის მეოთხე სეზონი წლევანდელი დაჯილდოების სეზონში მიიღებს მონაწილეობას, ფინალური ნაწილი კი ემისთვის 2027 წელს იბრძოლებს.
დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ორმა იმედგამაცრუებელმა სეზონმა სერიალს ძველი დიდება დაუკარგა. ამიტომ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის შესახებ (რასაც ზაფხულში ფინალური სეზონი მოჰყვება), გარკვეული სკეპტიციზმი გამართლებული იყო.
Gary არის რიჩისა და მაიკი ბერზატოს დუეტი, რომელიც ებონ მოს-ბაკრაკმა და ჯონ ბერნტალმა დაწერეს (მსახიობები, რომლებიც ამ პერსონაჟებს განასახიერებენ და ამჟამად ბროდვეიზე სპექტაკლში Dog Day Afternoon ერთად მონაწილეობენ). სიუჟეტი მოგვითხრობს მოგზაურობაზე: რიჩის ცოლის მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე, პერსონაჟებს უცნობ ქალაქში უცნობი კლიენტისთვის საიდუმლო ამანათი მიაქვთ. Gary ფლეშბექ-ეპიზოდია. სერიალის მთავარი ხაზი მაიკის თვითმკვლელობის შემდგომ პერიოდს ეხება, აქ კი ჩვენ ვხედავთ რიჩის მანამ, სანამ ის რესტორნის სერვისის პროფესიონალი გახდებოდა და კრიმინალურ წვრილმანებზე უარს იტყოდა.
ფოტო: FX
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი Gary ჩიკაგოსთან ძალიან ახლოსაა, ეპიზოდს მაინც "გზის კინოს" ატმოსფერო აქვს. The Bear კვლავაც არ არის კომედია, თუმცა ამ მოკლე მანძილზე თავს გადამხდარი ამბავი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო მომენტია. რიჩი, რომელიც ჩიკაგოს განსახიერებაა, მშობლიური ქალაქის დატოვებისთანავე დაბნეული და აგრესიული ხდება.
ეპიზოდში ვიწრო ფოკუსის შენარჩუნებამ გაამართლა, თუმცა, გარკვეული ხარვეზები მაინც გვხვდება. შუა ნაწილი, სადაც რიჩი და მაიკი ბარში სხედან, ზედმეტად გაწელილია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ბრწყინვალე 30-წუთიანი ეპიზოდი, რომელიც 60 წუთამდე ხელოვნურად არის გაზრდილი.
მიუხედავად ამისა, ერთი სცენა ყველაფერს აკომპენსირებს. ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თვითგვემის ფონზე, მაიკი რიჩის მიმართ მძიმე და მწარე მონოლოგს წარმოთქვამს. მოს-ბაკრაკის უსიტყვო ტკივილი ამ სცენას გაუსაძლისად ემოციურს ხდის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რიჩი ამ ყველაფერს დაძლევს და წინ წავა, მაიკი კი ვერა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი სერიალის ისტორიაში.
Gary-ს ცალკე ეპიზოდად გამოშვება მეხუთე სეზონისთვის კარგის ნიშანია. როდესაც The Bear ფორმას კარგავს, ის ხშირად იკარგება ფლეშბექებში. შესაძლოა, ეს ეპიზოდი იმის ნიშანია, რომ სერიალი ძველ ფოკუსს უბრუნდება. ფინალური სცენა კი მიმდინარე დროში გვაბრუნებს და მიგვანიშნებს, რომ მომდევნო სეზონში რიჩის ბევრი სირთულე ელის. იმედია, შოუ თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
The Bear-ის მეხუთე, ფინალური სეზონი 25 ივნისს გამოვა.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
კომენტარები