ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ "კაცმანის პოდკასტში" განაცხადა, რომ მზად არის მზია ამაღლობელს სასამართლო ხარჯები დაუფაროს, რომ მან საქმე სტრასბურგში გააჩივროს.
რუხაძის აზრით, საქართველო "რუსეთი არ არის", რადგან საქართველოში "წარმოუდგენლად თავისუფალი პრესაა" და "მთავრობა რაღაცა ფუნდამენტურად ცუდს ვერ გააკეთებს". მან ასევე დასძინა, თუ მმართველი პარტია პრესის დახურვას დაიწყებს "პირველი გავა და დაიცავს იმ ტელევიზიას, რომელსაც დასანახავად ვერ იტანს".
"ჩვენ, არ ვართ რუსეთი. და რატომ არ ვართ რუსეთი? იმიტომ, რომ გვაქვს ფუნდამენტურად ორი, ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანი განსხვავება რუსეთთან. პირველი არის წარმოუდგენლად თავისუფალი პრესა. და სანამ ჩვენ გვაქვს ესეთი თავისუფალი პრესა, აქ მთავრობა რაღაცა ფუნდამენტურად ცუდს ვერ გააკეთებს. აი, პრესის დახურვას რომ დაიწყებენ, მე პირველი გავალ და დავიცავ იმ ტელევიზიას, რომელსაც ვერ ვიტან დასანახავად, მაგრამ დავიცავ იმიტომ, რომ ვიცი, რომ ის რომ დახურეს, მერე ჩემთვის ცუდი იქნება. ვიცი რა მოხდა, როცა სააკაშვილმა ყველა ტელევიზია დახურა აქ," — თქვა რუხაძემ (სტილი დაცულია).
რუხაძის აზრით, მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების საქმე იმიტომ არ მიდის სტრასბურგში, რომ იციან "არ გაამართლებენ". მისი აზრით, თუ სტრასბურგი მზია ამაღლობელს გაამართლებს, ხელისუფლება გამოუშვებს, რადგან "მთავრობა სტრასბურგის ყველა გადაწყვეტილებას იცავს".
"მეორე, რითაც განვსხვავდებით რუსეთისგან არის ის, რომ ჩვენ არ გამოვედით სტრასბურგიდან. ჩვენ ყველა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვასრულებთ და სტრასბურგში ოთხჯერ წავიდნენ და ოთხივეჯერ წააგეს პოლიტიკურ პატიმრობაზე. მე ვიღაცას ვუთხარი, რომ ეხლა ყველას ვერ დავაფინანსებ, მაგრამ სიტყვაზე... ხომ არის ქალბატონი, აი ის, სახელი დამავიწყდა, პოლიციელს რომ დაარტყა... მე გადავუხდი სტრასბურგის ფულსაც, წავიდეს. მე გადავუხდი იურისტების ფულს, წავიდეს, იმიტომ, რომ სტრასბურგმა თუ გაამართლა, ჩვენი მთავრობა იცავს ყველა გადაწყვეტილებას სტრასბურგის და გამოუშვებენ მაშინ.
თუ არსებობს პოლიტიკური პატიმარი, სტრასბურგში წავიდეს, მშვენივრად იციან, რატომ არ მიდიან. იმიტომ არ მიდიან, რომ წააგებენ, როგორც ოთხჯერ წავიდნენ და წააგეს, ისევე წააგებენ ამას. ეს რას ნიშნავს? რომ ისიც ეთანხმება, რომ იქ უნდა იჯდეს. შენ თუ ჩემ პოლიციას გამოხვალ და მიხვალ და დაარტყამ, ჩაგსვამენ," — თქვა რუხაძემ (სტილი დაცულია).
შეგახსენებთ, ამ დროისთვის სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე 3 სარჩელია დარეგისტრირებული. ერთი სარჩელი პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება, მეორე — აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მესამე სარჩელი — მზია ამაღლობელის თავდაპირველ ადმინისტრაციულ დაკავებას. ამაღლობელის იურისტები კიდევ ერთ სარჩელს ამზადებენ, რომელიც უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.
2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.
მეტი მზია ამაღლობელის შესახებ იხილეთ ბმულზე.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები