მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ
ფოტო: Lionsgate
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის პირველი შეფასებები უკვე ცნობილია და Rotten Tomatoes-ის კრიტიკოსები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღფრთოვანებულები ნამდვილად არ არიან.
ფილმში მთავარ როლს მაიკლის ძმისშვილი (ჯერმეინ ჯექსონის ვაჟი), ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. კინოსურათის წინასწარი ჩვენებები 23 აპრილს გაიმართება, კინოთეატრებში კი მისი პრემიერა შემდეგ დღეს, 24 აპრილს შედგება.
ფოტო: Lionsgate
ფილმში ასევე მონაწილეობს ჯულიანო კრუ ვალდი, რომელიც მაიკლს ბავშვობის ასაკში განასახიერებს. სიუჟეტი მომღერლის კარიერულ გზას მიჰყვება — დაწყებული ბავშვობის წლებიდან, როდესაც ის ძმებთან ერთად ჯგუფში The Jackson 5 მღეროდა, დამთავრებული მისი სოლო კარიერით, რომელმაც ის მსოფლიო პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცია.
ფილმის რეჟისორი ანტუან ფუკუაა, სცენარის ავტორი კი — ჯონ ლოგანი. Michael-ში სხვა ცნობილ მსახიობებსაც ვხვდებით: ჯო ჯექსონის როლს კოლმან დომინგო ასრულებს, ჯოს მეუღლისა და მაიკლის დედის, კეტრინის როლს — ნია ლონგი, ხოლო მაიკლის ადვოკატის, ჯონ ბრანკას პერსონაჟს მაილს ტელერი განასახიერებს.
ფოტო: Lionsgate
21 აპრილს ფილმის კრიტიკული შეფასებები გამოქვეყნდა. ამ მომენტისთვის, Rotten Tomatoes-ის პლატფორმაზე 99 მიმოხილვის საფუძველზე, ფილმს კრიტიკოსებისგან მხოლოდ 35% შეფასება აქვს, რაც უარყოფით რეიტინგად ითვლება. 35% ნიშნავს, რომ პროფესიონალი კრიტიკოსების მხოლოდ მესამედმა გაუწია ფილმს რეკომენდაცია.
კრიტიკოსების დაბალმა რეიტინგმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა:
"შევამჩნიე, რომ მაიკლ ჯექსონის ფილმის მიმოხილვებში დაბალი ქულები იმიტომ იწერება, რომ კრიტიკოსებს ფილმში მის მიმართ არსებული ბრალდებების ხილვა სურდათ... მაინტერესებს, იმავენაირად თუ აკრიტიკებდით ფილმ Elvis-ს, რომელშიც საერთოდ არ იყო ნახსენები, რომ მან თავისი მომავალი ცოლი მაშინ გაიცნო, როცა გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო... ხალხს უყვარს ფაქტების შერჩევითად გამოყენება".
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
კომენტარები