მუქარა, ევროკავშირის კრიტიკა და რუსეთისა და "ოცნების" იდენტუტი ნარატივები — რაზე ისაუბრა ზახაროვამ ბრიფინგზე?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანით დაემუქრა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ამას გარდა, ვრცლად ისაუბრა იმ "ზიანზე" რაც ქვეყნის ეკონომიკას, მათ შორის ქართველ ღვინის, მინერალური წყლისა და ხილის მწარმოებლებს მიადგება, ევროკავშირში გაწევრიანებით.
მარია ზახაროვას მუქარა
"მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა. უფრო მეტიც, ეს ტურისტები მადლიერები არიან, ფინანსურად უზრუნველყოფილები და საქართველოში მეგობრებიც კი ჩამოჰყავთ. ისინიც ქართული სამზარეულოს, კულტურის, არქიტექტურისა და ისტორიის დიდი მოყვარულები ხდებიან.
რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის დამანგრეველი მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას. ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას. ისინი დაკარგავენ ერთმანეთთან ნორმალურად სტუმრობის შესაძლებლობას. გახსოვთ, როგორ ვმოგზაურობდით შემოვლითი გზით? გახსოვთ, რამდენ ფულს ვხარჯავდით? ეს არის ყველაფერი, რის მიღწევასაც ბრიუსელი ცდილობს ხალხის, ქვეყნებისა და ერების იძულებით, მიიღონ ანტირუსული სანქციები.
გარდა ამისა, რუსეთი იძულებული იქნება (არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოგვიწევს) საქართველო შევიყვანოთ არამეგობრული ქვეყნების სიაში და გამოვიყენოთ საპასუხო ეკონომიკური ზომები, რაც შეეხება ღვინის, მინერალური წყლისა და ხილის ქართველ მწარმოებლებს.
ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს მარცვლეულის 80%-ს ამარაგებს. თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება, თბილისს ჩვენი ხორბლის იმპორტზე ამკრძალავი გადასახადი დაუწესდება, რაც პურის ფასების ზრდას გამოიწვევს.
გარდა ამისა, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, ის იძულებული იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების სქემებში მიიღოს მონაწილეობა", — თქვა ზახაროვამ.
ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა
მისივე თქმით, "რესპუბლიკაში ევროსკეპტიკოსების რიცხვი იზრდება და არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტს ემხრობიან". ქვეყნის "დამოუკიდებლობა კი განმტკიცებულია რუსეთთან ალიანსისა და ერთიანობის ისტორიით, საკუთარი ცხოვრების წესის, წეს-ჩვეულებების, კულტურის, ეთნიკური კუთვნილებისა და იდენტობის შენარჩუნებით".
ზახაროვა აცხადებს, რომ "რუსეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან პრაგმატიზმისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით".
"ეს ჩვენი საერთო მიდგომაა. ჩვენი კავშირები აქტიურად განვითარდა ბოლო წლებში და მიუხედავად სკეპტიკოსებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მომავალი არ ჰქონდა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათ უზარმაზარი მომავალი აქვთ. ბოლო რამდენიმე წელმა აჩვენა ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს ეკონომიკის ძლიერი ბიძგი და პოტენციალი, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ნამდვილად უპრეცედენტო უნდა იყოს. მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ციფრების საზოგადოებისთვის მიწოდება, რათა ნაჩვენები ყოფილიყო ამ ეკონომიკური აღმავლობის წყარო, რათა ვერავინ შეძლოს მისი უგულებელყოფა ცარიელი სიტყვებით", — განაცხადა ზახაროვამ.
ევროკავშირის კრიტიკა
ბრიფინგზე მან კიდევ უფრო დიდი დრო ევროკავშირის კრიტიკას დაუთმო, მის ნარატივი კი ძალიან ჰგავდა ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებებს.
ზახაროვას თქმით, ბრიუსელი უფსკრულისკენ უბიძგებს საქართველოს, "ანტირუსულ სამხედრო ავანტიურაში ჩართვის პროვოცირებას ცდილობს", "ღიად უჭერს მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს", აიძულებს ქართველ ხალხს "უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე". მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ვალდებული არიან თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელს დაუთმონ.
"ბოლომდე არ გვესმის, როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფოდეს ისეთ კავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის წევრებიც სრულიად უმიზეზოდ სანქციებს აწესებენ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მას ახალ ანტირუსულ სამხედრო ავანტიურაში ჩართვის პროვოცირებას ცდილობს, თითქმის ღიად უჭერს მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს, რაც ქართველ ხალხს უცხო ანტიღირებულებებს აკისრებს. უფრო მეტიც, ეს ფაქტობრივად აიძულებს მათ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით, უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე.
არსებითად, ის, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოს მიმართ, არის ის, რომ უფსკრულისკენ უბიძგებს. კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით მისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები აშკარა გახდეს?
ბრიუსელის პოლიტიკა საერთოდ არ გვაკვირვებს. დიდი ხანია მივხვდით და შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ისინი ნეოკოლონიურ მეთოდებს ემხრობიან, სანქციებსა და შანტაჟს ეყრდნობიან და მესამე ქვეყნებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვენ. ისინი აღარც ფულს იხდიან. ადრე ჯერ რაღაცას იხდიდნენ ან მისცემდნენ და შემდეგ მოითხოვდნენ. ახლა ჯერ რაღაცას ითხოვენ და შემდეგ ამბობენ: "ბოდიში, ფული არ არის". ის, რასაც ბრიუსელი ამჟამად საქართველოს მიმართ აკეთებს, მხოლოდ ერთი მაგალითია და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით უამრავი მსგავსი მაგალითი არსებობს.
...შეხედეთ, რა ხდება ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებთან. არ აქვს მნიშვნელობა, ეს "ძველი ევროპაა", ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირში იყვნენ, თუ ქვეყნები, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ კავშირს. ყველა მათგანი ვალდებულია, თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელს დაუთმოს. არა რაციონალური გადაწყვეტილებების, ეკონომიკური სარგებლის ან რაიმე სამომავლო პროექტების სასარგებლოდ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი მოთხოვნა წამოყენებულია. იმიტომ, რომ ეროვნული თვითშეგნება, სუვერენიტეტი და იდენტობა არაფერს ნიშნავს და არ უნდა შეუშალოს ხელი ამ "კოლექტიური ბრიუსელის" ნების განხორციელებას, რომელსაც მხარს უჭერს არა ევროპელების ხმები, არა ევროპული ქვეყნების ეროვნული ინტერესები, არამედ გარკვეული გლობალური ჯგუფების მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური ინტერესები.
ევროკავშირის წევრობის ეს პოლიტიკა ბოლო წლებში პრიორიტეტს ანიჭებს ძალადობრივად ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას. თუ ისინი ერთგულებას არ დაამტკიცებენ, თუ ამ ყველაფერს არ დასთანხმებიან, მაშინ ევროკავშირში წევრობა არ იქნება. ეს არ არის მხოლოდ ანტირუსული სანქციები; ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება", — თქვა ზახაროვამ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები